დმანისთან მიწისძვრა მოხდა

დმანისთან მიწისძვრა მოხდა

დმანისიდან ჩრდილო-დასავლეთით, 16 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” სეისმოლოგიურ ცენტრში განუცხადეს, მიწისქვეშა ბიძგები 11:16 საათზე დაფიქსირდა.

სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3, 3 მაგნიტუდა შეადგინა, რაც დაახლოებით 3-4 ბალია.

მცირე სიმძლავრის გამო ბიძგები თბილისში არ იგრძნობოდა. მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია