ავტორი:

"სამივე შემთხვევა იმპორტირებულია" - რას ამბობს მარინა ეზუგბაია ახალ ინფიცირებულებზე

"სამივე შემთხვევა იმპორტირებულია" - რას ამბობს მარინა ეზუგბაია ახალ ინფიცირებულებზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევიდან 2 სატვირთო მანქანის მძღოლია, 1 კი კარანტინში იმყოფებოდა.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად ინფექციურში მკურნალობას 49 პაციენტი აგრძელებს, მათგან მძიმე არც ერთი არ არის.

"დღეს მხოლოდ 3 ახალი დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზარდა 13-ით, ამჟამად კოვიდცენტრებში 132 პაციენტი მკურნალობს.

ეს სამივე ახალი დადასტურებული შემთხვევა შემოტანილია, იმპორტირებულია.

2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, 1 უკვე კარანტინიდან დადასტურებული შემთხვევაა. ჩვენს ცენტრში 5 გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე 49 დადასტურებული პაციენტი გვყავს.

მძიმე პაციენტები აღარ ვგყავს, ძირითადად პაციენტების მდგომარეობა ფასდება საშუალო სიმძიმით, მცირე რაოდენობა მათში არის მსუბუქად მიმდინარე”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

"უმჯობესდება, თუმცა ჯერ ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს", - მეუღლე ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა საქართველოში - უახლესი მონაცემები stopcov.ge-დან

"ოთხ COVID-კლინიკას დღემდე არ ჰყავს ინფიცირებული მედპერსონალი, რაზეც არაკორექტულად მიანიშნებს ქ-ნი მაკა" - რას პასუხობს მარინა ეზუგბაია კოლეგის განცხადებას