ავტორი:

ბაგებში მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა

ბაგებში მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებული მერაბ ხიდაშელის და მამუკა გურჩიანის სასამართლო პროცესი დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით ორივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

დღევანდელ პროცესზე ორივე ბრალდებულის ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ არც ერთის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ორივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ერთ-ერთი დაკავებულის, მერაბ ხიდაშელის ადვოკატმა დავით კორკოტაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გადაწყვეტილებას 48 საათის განმავლობაში გაასაჩივრებს.

„გირაოს შეფარდებას ვითხოვდით, რადგან ბრალდება იყო დაუსაბუთებელი, მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებები კი ურთიერთგამომრიცხავი, თუმცა, მოსამართლემ ჩათვალა, რომ ამ საკითხებს ვერ ჩაუღრმავდებოდა. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, ბრალდებულის მიმალვის საფრთხე არ არსებობს, თუმცა, არსებობს, მოწმეზე ზეწოლის საფრთხე და ამის გათვალისწინებით ტოვებს პატიმრობაში“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, “საქართველოს პროკურატურამ ორი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე მ.გ.-ს ბრალდება 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ხოლო მ.ხ.-ს ჯგუფურად განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დგინდება, რომ 3 ივნისს, ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. N83-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ.ხ.-მ ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ვ.კ.-ს ჯგუფურად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მ.გ.-მ კი დანით გ.წ.-ს სახისა და ფეხის არეში, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღით ი.პ.-ს ფეხის არეში ჭრილობები მიაყენა. გამოძიების პროცესში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღები - დანა და ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიეკუთვნება. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით”.

დაპირისპირება ემზარ კვიციანსა და ერთ-ერთ ოჯახს შორის - ადგილზე პოლიცია გამოიძახეს

პოლიციამ დააკავა 20 წლის ახალგაზრდა, რომელმაც მოქალაქებს "ფეისბუქი" გაუტეხა და მათ მეგობრებს თანხა მოტყუებით ჩაარიცხინა

"ამ გზით შემოვიდნენ ჩატაევი და მისი რაზმი... რაღაც წესრიგში არ არის" - ვინ არის თურქი ბინალი ჩამქოზი, რომლის დაჯგუფების წევრები ბათუმში დააკავეს