ავტორი:

სოფელ გამარჯვების დეპუტატმა ორი პირი ცივი იარაღით დაჭრა - "ჭრილობები თავისივე მოგვარე ძმებს მიაყენა"

სოფელ გამარჯვების დეპუტატმა ორი პირი ცივი იარაღით დაჭრა - "ჭრილობები თავისივე მოგვარე ძმებს მიაყენა"

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფლის დეპუტატმა გია ჭინჭარაულმა, თავისივე მოგვარე ძმებს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. შემთხვევა სოფელ გამარჯვებაში გვიან ღამით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დეპუტატი ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1 პირი - 1982 წელს დაბადებული გ.ჭ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1997 წელს დაბადებულ გ.ჭ.-ს და 1994 წელს დაბადებულ მ.ჭ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფლის ცენტრში სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. მათივე თქმით, დაჭრაში სავარაუდო ბრალდებული თავს იცავდა და 40 წლამდე მამაკაცების მოგერიება ცივი იარაღით შეძლო.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ. თუმცა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, გვიან ღამით ორივე თბილისის სპეციალურ კლინიკაში მოათავსეს.

"დამნაშავეც რომ ვყოფილიყავი, ვანო ზარდიაშვილი რა შუაშია"? - რას ამბობდა აბრალავა ერთი წლის წინ ნორვეგიაში დაკავების თაობაზე?

სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა - რა ინფორმაციას ავრცელებს ნელი დოროყაშვილის ადვოკატი

პირბადის გარეშე მოძრაობა, 50 ლარის ნაცვლად, შესაძლოა 20-30 ლარით დაჯარიმდეს