ავტორი:

როდის გაიხსნება სპორტდარბაზები და საცურაო აუზები?

როდის გაიხსნება სპორტდარბაზები და საცურაო აუზები?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ღია აუზები გაიხსნება, მაგრამ იქაც შესამუშავებელი იქნება გარკვეული რეგულაციები. მისივე თქმით, ყველაფერი ერთდროულად ვერ გაიხსნება და საჭიროა გარკვეული რიგითობის დაცვა.

„ყველაფერი ერთად ვერ გაიხსნება, ამაზე შევთანხმდეთ. უნდა იყოს დაცული რიგითობა, ისედაც ქვეყანაში საკმაოდ დაჩქარებული ტემპით მოხდა აქტივობების გახსნა სხვადასხვა ბიზნეს სექტორების. რა თქმა უნდა, გაიხსნება ის აუზებიც, მაგრამ იქაც იქნება შესამუშავებელი გარკვეული განსხვავებული წესები, იმიტომ, რომ სასტუმროში არის ფიქსირებული ადამიანები, ვინც არიან ამ დაწესებულების დამსვენებლები, ღია აუზებზე ადამიანები შედიან ქუჩიდანაც, ამიტომ ეს იქნება დასარეგულირებელი. ყველაფერი გაიხსნება ოღონდ თავის დროზე“, - განაცხადა იმნაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, ღია და დახურული ტიპის აუზებთან დაკავშირებით სპეციალური პროტოკოლი უახლოეს მომავალში იქნება შემუშავებული.

რაც შეეხება აუზებს, რომლებიც კონკრეტულ სასტუმროებშია განთავსებული, ფერაძის თქმით, თუ აღნიშნული სასტუმრო გაივლის შესაბამის შემოწმებას და მიიღებს ნებართვას, აუზს ფუნქციონირება ჩვეულებრივად შეეძლება.

„სასტუმროებს ეძლევათ მუშაობის ნებართვა იმ შემთხვევაში, როდესაც შრომის ინსპექცია შეამოწმებს და ექნებათ დადებითი დასკვნა, რომ ისინი აკმაყოფილებენ მოთხოვნებს. შესაბამისად, აუზი, რომელიც განთავსებული იქნება ასეთი ტიპის სასტუმროში შეესაბამება სტანდარტებს. სტუმრები, რომლებიც ამ სასტუმროში არიან განთავსებულნი, მათი აღრიცხვა ხდება და ბუნებრივია, აქ რისკი შედარებით ნაკლებია. რაც შეეხება ღია ტიპის აუზებს, ვინაიდან აქ მოქალაქეთა დიდი ნაკადია დაინტერესებული, ამაზე მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს პერიოდში სპეციალური პროტოკოლი მათთვისაც იქნება შემუშავებული, რის შემდეგაც ისინი განახორციელებენ სამუშაოებს. ეს შეეხება ღია და დახურული ტიპის აუზებს. ზოგადი პროტოკოლი გაწერილია, ჰიგიენური ნორმების დაცვა როგორ უნდა მოხდეს, მაგრამ ვინაიდან, ძალიან დიდი ოდენობის მოქალაქეების მიმართვაა ასეთი ტიპის ობიექტებზე და ეს შეიძლება იყოს ერთჯერადი, რომლის აღრიცხვაც ვერ მოხდება ისეთი ეფექტურობით, რასაც ჩვენ მოვახდენთ სასტუმროსთან მიმართებით, ბუნებრივია, რომ მათთან მუშაობა გრძელდება და იქნება ადაპტირებული მოთხოვნები“, - განაცხადა ფერაძემ.

კითხვაზე, თუ ვინ ახორციელებს მონიტორინგს, ფერაძის განცხადებით, შემოწმებებს ძირითადად ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექცია, რომელიც კოორდინაციას უწევს სხვადასხვა უწყებებს.

„შემმოწმებელი პროტოკოლებზე და იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც განსაზღვრულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ძირითადად არის შრომის ინსპექცია, რომელიც კოორდინაციას უწევს სხვადასხვა უწყებებს. ამ შემთხვევაში თუ ჩვენ ვისაუბრებთ კვების ობიექტებზე და რესტორნებზე, სურსათის ეროვნული სააგენტო არის ჩართული ამ პროცესში, ასევე გვეხმარებიან მუნიციპალიტეტების ზედამხედველობის სამსახურები, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში და ერთობლივად, პროფილური მიმართულებით ვახდენთ კომპანიების შემოწმებას. საბოლოო ჯამში, ეს მონაცემები თავს იყრის ჯანდაცვის სამინისტროში. სპეციალური პროგრამა არსებობს, რომლის მიხედვითაც ჩვენ ერთიანი მიდგომები გვაქვს ყველა ბიზნესის მიმართ და ეს არის გარანტი იმისა, რომ რეკომენდაციები იქნება შესრულებული და მოხდება პრევენცია“, - აღნიშნა ფერაძემ.

ბექა ფერაძემ სპორტდარბაზების გახსნასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, სპორტდარბაზების გახსნა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებენ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებთან ადაპტირებას.

„მიმდინარე კვირაში ბიზნესომბუდსმენთან ერთად დაგეგმილი გვაქვს, რომ სპორტული დარბაზების ხელმძღვანელებს შევხვდეთ. თუ რამდენად არიან ისინი მზად ადაპტირდნენ იმ მოთხოვნებთან, რომელიც განსაზღვრული იქნება ჩვენს მიერ, ამაზე იქნება გახსნის პროცესი დამოკიდებული. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ეპიდსიტუაციამ უნდა მოგვცეს ამის შესაძლებლობა. მოთხოვნების დამუშავება ახლა მიდის“, - აღნიშნა ფერაძემ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

რიყის პარკში მოქალაქეებს საჰაერო ბუშტით ფრენა შეეძლებათ - რა ეღირება ბილეთი?

საქართველოს სასტუმროებში ფასები განახევრდა - "ზოგ ხუთ ვარსკვლავიანში ნომრის ფასი 50 ლარამდეა"

ხვალ რიკოთის გვირაბში მანქანების მოძრაობა 6 საათით აიკრძალება