ავტორი:

"ბევრი ფილტრი იქნება ჩამოსული ტურისტისთვის" - რომელი ქვეყნებიდან მივიღებთ საერთაშორისო მგზავრებს პირველ ეტაპზე

"ბევრი ფილტრი იქნება ჩამოსული ტურისტისთვის" - რომელი ქვეყნებიდან მივიღებთ საერთაშორისო მგზავრებს პირველ ეტაპზე

ბევრი ფილტრი იქნება ჩამოსული ტურისტისთვის ისე, რომ დავრჩეთ კონკურენტუნარიანი ქვეყანა და არ შევქმნათ დამატებითი ბარიერები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქვეყნების სია, საიდანაც ტურისტების შემოსვლა მოხდება, ეტაპობრივად გადაიხედება

მისი თქმით, ქვეყნების სია, საიდანაც ტურისტების შემოსვლა მოხდება, ეტაპობრივად გადაიხედება. როგორც ქვრივიშვილმა განაცხადა, საქართველში არსებული სამივე საერთაშორისო აეროპორტი სრულად ადაპტირდება იმ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც პრევენციისთვისაა მნიშვნელოვანი.

„ტურიზმის ინდუსტრიის გახსნა მოხდება ეტაპობრივად, ფრთხილად და უკიდურესად გადაზღვეულად, რადგან ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინდუსტრია და ტურიზმი აუცილებლად უნდა იყოს უსაფრთხო ინდუსტრია, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მოგზაურობისთვის, ასევე, საერთაშორისო ვიზიტორების მიღებისთვის. ყველა ძალიან ვამაყობთ იმ შედეგებით, რაც საქართველომ მიიღო “კოვიდ-19”-თან წარმატებული ბრძოლით და ზუსტად ამიტომაც არის საქართველოსადმი ძალიან დიდი ინტერესი. ასევე, ყველა ვკითხულობთ საერთაშორისო გამოცემების შეფასებას, საქართველო დასახელებულია ტოპ 7 ან ტოპ 10 ქვეყანას შორის, რომელიც არის ყველაზე უსაფრთხო. ჩვენი მისია არის, რომ უსაფრთხოების ეს ინდექსი არათუ შევინარჩუნოთ, არამედ გავაძლიეროთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივყვებით ეტაპობრივად. მიმდინარებს ქვეყნებს შორის უსაფრთხო დერეფნების ფორმატით თანამშრომლობა და მოლაპარაკება. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ, რომ ქვეყნების ჩამონათვალიც იქნება ეტაპობრივად გადახედილი, ეტაპობრივად გაიხსნება სხვადასხვა ქვეყანასთან და მთავარი კრიტერიუმი, როგორ და რა პრინციპით მივდივართ, ესაა მეორე ქვეყანაში არსებული ეპიდმდგომარეობა. საქართველში არსებული სამივე საერთაშორისო აეროპორტი სრულად ადაპტირდება ყოველდღიურ რეჟიმში იმ საერთაშორისო სტანდარტებით, რომელიც მნიშვნელოვანია პრევენციისთვის, ამიტომ იქნება ბევრი ფილტრი ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ტურისტისთვის ისე, რომ დავრჩეთ კონკურენტუნარიანი ქვეყანა და არ შევქმნათ დამატებითი ბარიერები ქვეყანაში ჩამოსული ტურისტებითვის. ჩვენ მაქსიმალურად ვიქნებით გადაზღვეული და ჩვენი ქვეყანა განაგრძობს იყოს უსაფრთხო ყველა კრიტერიუმით“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სახელმწიფო კერძო სექტორის საფასო პოლიტიკაში ჩარევას არ აპირებს. როგორც მან აღნიშნა, წლების განმავლობაში მათ არაერთხელ დაინახეს, რომ ბაზარი მოთხოვნიდან გამომდინარე ფასებს თავად დაარეგულირებს.

„კერძო სექტორი ძალიან დინამიურად ადპტირდება იმ რეალობასთან, რაც მოთხოვნა-მიწოდების პრინციპს გულისხმობს. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ საფასო პოლიტიკას როგორ წარიმართება. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვუყურებთ, რომ განთავსების ობიექტებმა მოთხოვნის სიმცირიდან გამომდინარე საფასო პოლიტიკაზე ადაპტირება მოახერხეს. სახელმწიფო, რა თქმა უნდა, კერძო სექტორის საფასო პოლიტიკაში ჩარევას არ აპირებს, რადგან წლების განმავლობაში ჩვენ არაერთხელ დავინახეთ, რომ ბაზარი მოთხოვნიდან გამომდინარე თავად დაარეგულირებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტ საქართველოს მოქალაქეს გავუჩინოთ იმის სურვილი, რომ პირველ რიგში, საქართველოში იმოგზაუროს, რადგან მსოფლიოში ძალიან ცოტა ქვეყანა თუ არის, რომელიც, ერთი მხრივ, ასეთი ლამაზია, მაგრამ, მეორე მხრივ - ასეთი უსაფრთხო“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ექიმ-ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის თქმით, საზღვრების გახსნა კრიტიკული ნაბიჯია და დიდი სიფრთხილეა საჭირო.

„ჩვენ ახლა გადამწყვეტი მომენტი გვრჩება საზღვრების გახსნა, რომელიც კიდევ ერთი კრიტიკული ნაბიჯი იქნება, თუმცა ეს ნაბიჯი გადასადგმელია დიდი სიფრთხილით და ქვეყნების ჩამონათვლის გაფილტვრით. ტურისტების შემოსვლა იქნება კიდევ ერთი სერიოზული რისკის შემცველი იმიტომ, რომ რეალურად ჯერ კიდევ ძალიან ბევრ ქვეყანაში დიდი პრობლემაა კორონავირუსის მხრივ, განსაკუთრებით ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, რუსეთსა და სომხეთში. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ის ილუზია, რომ ყველაფერი დავასრულეთ მშვიდობიანად. ნებისმიერ შემთხვევაში თუ ინფიცირებული ტურისტები ქვეყანაში შემოვლენ, რა თქმა უნდა, ინფიცირების აღმავლობის რისკი იქნება. მთელი რიგი ღონისძიებები, რომელზეც დაავადებათა კონტროლის ცენტრიც ლაპარაკობს, აუცილებლად გასატარებელია. პირველ რიგში, გაფილტრონ, რომელი ქვეყნებიდან შემოვლენ ტურისტები და რომლიდან არა.

ტურისტებმა უნდა დაიწყონ შემოსვლა იმ ქვეყნებიდან, სადაც კონტოლირებადი ეპიდემია აქვთ და შემთხვევები მკვეთრადაა შემცირებული და არა იმ ქვეყნებიდან, სადაც აღმავალი ეპიდემია აქვთ.

ასევე, ლაპარაკია „კოვიდ პასპორტზე“ - დოკუმენტზე, რომელშიც იქნება დაფიქსირებული პაციენტის გამოკვლევის შედეგი ბოლო 48 ან 72 საათში. აქაც პრობლემაა, თუ რომელი ქვეყნის დოკუმენტი იქნება წარმოდგენილი იმიტომ, რომ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ის ქვეყანა იქნება, სადაც ლაბორატორიული გამოკვლევები სანდოდ კეთდება და ეს დოკუმენტი ნამდვილად ლეგიტიმური იქნება. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ საზღვარზე შემოსვლისას ჩატარდეს გამოკვლევა, ეს ძალიან მოუხერხებელია, ვინაიდან პასუხს დასჭირდება რამდენიმე საათი და ტურისტის დაყოვნება და სივრცეების მოწყობა ლოჯისტიკურად ძალიან გართულდება, ალბათ უფრო მოხერხებული იქნება შემოტანილი დოკუმენტის ნდობა“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

სემეკი დღეს ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფებზე იმსჯელებს

"ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვნი ზრდა გარდაუვალია" - რას აცხადებენ "ენერგო-პრო ჯორჯიაში"?

მესტიაში კრიპტოვალუტების მწარმოებელი აპარატებისთვის, დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის დატაცების ფაქტი აღმოაჩინეს