ავტორი:

"უხერხულია, ჯარს დაამადლო 160 დოლარად შეფასებული საათი" - რას ამბობს ღარიბაშვილი ციკოლიას შექმნილ საათებზე და როგორ გამოიყურება ისინი

"უხერხულია, ჯარს დაამადლო 160 დოლარად შეფასებული საათი" - რას ამბობს ღარიბაშვილი ციკოლიას შექმნილ საათებზე და როგორ გამოიყურება ისინი

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მან თავად სთხოვა დიზაინერ ზვიად ციკოლიას ქართველი ჯარისკაცებისთვის საათი შეექმნა. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც მინისტრი განმარტავს, სამხედროების წახალისება ყველა ქვეყანაში ნორმად ითვლება და თუ როგორ დახარჯავს თანხებს, ეს თავად იცის.

"თანხა 83 000 დოლარი იყო, ეს არის დაახლოებით, 250 000 ლარი, ამის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში მივიღე, მაშინ არც კორონა იყო და არც პანდემია, ეპიდემია.

ცნობილ ქართველ დინაზინერს, ბატონ ზვიად ციკოლიას, რომელიც არის გამორჩეული თავისი კრეატიულობით, თავისი ნიჭით, მე ვთხოვე კიდევ ერთი საათი შეექმნა ჩვენი ჯარისთვის. მას მანამდე უკვე ჰქონდა შემქნილი არაერთი პროექტი პირდაპირი შესყიდვის გზით და ყოველგვარი ტენდერების გარეშე. მან თავად დაწერა "ფეისბუქპოსტი", სხვათა შორის, ემოციური და მინდა მას მადლობა გადავუხადო ამ გულწრფელობისთვის, ასე მოხდა შესყიდვა.

მე რაზეც ვარ პასუხისმგებელი, ჩემი ბიუჯეტი და ჯარია, მე ვარ ვალდებული და პასუხისმგებელი თითოეულ დანახარჯზე თუ თეთრზე, რომელსაც მე ვხარჯავ. მე ვიცი ძალიან კარგად, რას განვკარგავ და როგორ ვხარჯავ ამ ყველაფერს.

სამხედროების წახალისება ყველა ქვეყანაში ნორმაა. უბრალოდ უხერხულია, ჯარს დაამადლო, თუ წამოაძახო 160 დოლარად შეფასებული საათი, თითო საათის ღირებულება 160 დოლარი გამოდის, წასახალისებელი, სამოტივაციო საჩუქარია.

მოგეხსენებათ, ასევე დამკვიდრებული პრაქტიკაა იარაღის ჩუქება, რომელსაც მეც ვაკეთებ, ყველა მინისტრი აკეთებდა და გააკეთებენ მომავალშიც. უზნეო, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისგან ისიც მოვისმინე, მაგალითად, რატომ შეუკვეთა სააღდგომო სუფრაო. ძალიან მდარე, შინაარსისგან დაცლილი, აბსოლუტურად უარგუმენტო ბრალდებაა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

თავად დიზაინერმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ქართველი ჯარისკაცებისთვის შექმნილი საათის ფოტო. საათს შავი ციფერბლატი და ხაკისფერი სამაჯური აქვს, ციფერბლატზე საქართველოს დროშაა და ინგლისურ ენაზე აწერია - "საქართველოს თავდაცვის ძალები"

სენაკის მე-2 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა - ჯარისკაცი ბათუმში დაინფიცირდა

"არავის ეგონოს, რომ რუსეთი საქმის კურსში არ არის" - "ფორბსის" სტატიამ საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მოდერნიზებაზე რუსები გვარიანად გააღიზიანა

"საქართველომ ისრაელის ფირმა "რაფაელთან",  ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების მოდერნიზების მიზნით, შეთანხმება გააფორმა" - რას წერს Forbes-ი