ავტორი:

რატომ ითვლებოდა 5 000 წლის წინ ლუდი ღმერთების სასმელად და ვინ გამოიგონა ის?

რატომ ითვლებოდა 5 000 წლის წინ ლუდი ღმერთების სასმელად და ვინ გამოიგონა ის?

დღეს, ბევრს საუბრობენ ღვინის ისტორიაზე, მის სიძველესა და ტრადიციულობაზე, თუმცა ის არ არის ერთადერთი ალკოჰოლური სასმელი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე შექმნეს.

ლუდის წარმომავლობა და მისი ისტორია ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი, თუმცა ღვინოზე არანაკლებ საინტერესოა.

იცოდით, რომ მისი მოხარშვის პირველი მაგალითები ქალთან არის დაკავშირებული? ისტორიული წყაროების მიხედვით, ლუდს 5 000 წლის ისტორია აქვს. მისი პირველი რეცეპტი ძველი წელთაღრიცხვით 1 800 წლით თარიღდება და შუმერთა ლუდის ქალღმერთისადმი მიძღვნილ ჰიმნშია მოხსენიებული. ფერმენტირებული სასმლის შესახებ 9 000 წლის წინანდელი ინფორმაციაა აღმოჩენილი, ლუდთან დაკავშირებული მასალები კი 4 000 წლის შემდეგ გამოჩნდა.

თავდაპირველად, ლუდის მოხარშვა ქალების საქმედ მიიჩნეოდა. როგორც შუმერები, ისე ეგვიპტელები ლოცულობდნენ ლუდის ქალღმერთებზე, ქალები კი ამ სასმლის მომზადებაზე იყვნენ პასუხისმგებელი. ლუდის წარმოება და მოხმარება უძველეს სახელმწიფოსთან - მესოპოტამიასთანაც ასოცირდება. ისტორიკოსების განმარტებით, მისი მეფის ხამურაბის კანონების ჩამონათვალში გვხვდება მტკიცებულება იმისა, რომ ლუდთან დაკავშირებით ავტორიტეტს ქალები წარმოადგენდნენ.

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ინდუსტრიულ რევოლუციამდე ლუდი ძირითადად, სახლში მზადდებოდა. მე-19 საუკუნის ბოლოდან კი მდგომარეობა შეიცვალა და ჰიდრომეტრებისა და თერმომეტრების განვითარებამ წარმოებაში ფაქტობრივად, რევოლუცია მოახდინა.

ლუდზე საუბრისას, შეუძლებელია, არ ახსენო ნორვეგია და მისი წარსული. რამდენი ფილმი ან სერიალი გინახავთ, სადაც ძლიერი ვიკინგი მებრძოლები ლუდს ბრძოლის წინა ღამეს შეექცევიან ან გამარჯვების აღსანიშნავად მიირთმევენ?

ღმერთებზე ბევრი გესაუბრეთ, მაგრამ რთულია, ლუდის ისტორიის გაცნობისას მათ გვერდი აუარო. როცა ნორვეგიაში ვიკინგების ერა იდგა (ახალი წელთაღრიცხვით 793 – 1066 წწ), მათი ღმერთის ოდინის პატივსაცემი დღესასწაულების მთავარი სასმელი სწორედ ლუდი იყო. ის, ვინც მის მოხარშვასა და დაგემოვნების რიტუალში არ იღებდა მონაწილეობას, მკაცრად ისჯებოდა.

ვიკინგების ერის დასრულების შემდეგ, კათოლოკურმა ეკლესიამ მისი მომზადების ტრადიცია შეინარჩუნა. დღეს, ნორვეგიაში უგემრიელესი ლუდის დაგემოვნება შეიძლება, იმავეს თქმა შეიძლება გერმანიის, ჩეხეთისა და ავტრიის შესახებ.

ძველი წელთაღრიცხვით 800 წლის წინ გერმანიაში ლუდის მოხარშვა დაიწყეს. ახალი წელთაღრიცხვით მე-2 საუკუნეში კი ის უკვე კომერციული დანიშნულებითაც მზადდებოდა. გერმანიაში მომზადებული ლუდის დღეს ევროპაში საუკეთესოდ შეიძლება ჩაითვალოს.

რაც შეეხება ჩეხეთს, წყაროები გვეუბნება, რომ 993 წლის პრაღაში ბრევნოვის მონასტრის მკვიდრნი ლუდის ხარშვით იყვნენ დაკავებულები. ჩეხეთში ლუდი 250 წლის განმავლობაში მხოლოდ, მის გარეთ ამ ალკოჰოლური სასმლის წარმოება აკრძალული იყო! თუმცა მხოლოდ 1250 წლამდე... როდესაც სხვა ქვეყნების მკვიდრნი ჩეხურ ლუდს აგემოვნებდნენ, მისი მომზადების ტექნიკა და გემო საყოველთაო აღფრთოვანებას იწვევდა. ეს ტრენდი დღემდე შენარჩუნდა. პრაღაში ნახავთ ისეთ პაბებსაც კი, სადაც ლუდის მოხარშვის პროცესი თქვენს თვალწინ მიმდინარეობს, ამასობაში კი შეგიძლიათ, უგემრიელესი სასმელი დააგემოვნოთ.

ტრადიციული ავსტრიული ლუდი მე-14 საუკუნიდან იღებს სათავეს და დღეს, ქვეყანაში ამ სასმლის 600-ზე მეტი სახეობა იწარმოება.

ქართველი მკითხველი ლუდის ხარშვის ჩვენს ტრადიციასაც გაიხსენებს.თუშები ვიკინგებივით რთულ კლიმატურ პირობებში ცხოვრობდნენ და ლუდის გემოც ძალიან მოსწონდათ. პროფესორმა ელდარ ნადირაძემ ქართულ ლუდს ნარკვევი მიუძღვნა, სადაც წერს, რომ მისი მომზადების კულტურა ჩვენს ქვეყანაში ძველი მსოფლიოს ქვეყნებიდან შემოვიდა.

საქართველოს მთაში ვაზი არ ხარობდა, ამიტომ ლუდის ხარშვამ მოიკიდა ფეხი და ადგილობრივი კულტურის ნაწილი გახდა. ქართულ უძველეს ლუდებს შორის თუშური ალუდი უნდა გამოვყოთ. ალუდი ღვინოსა და ლუდს შორის გადამავალი სასმელია. ალუდი მეოცე საკუნის დასაწყისში ლამის ყველა თუშურ ოჯახში იხარშებოდა და ამისთვის სპეციალური საქვაბეებიც მზადდებოდა.

პირველ ქართულ ლუდის ბრენდზეc გიამბობთ, რომლის შესახებაც ყველამ იცის, თუ ლუდი მართლა უყვარს. გასაბჭოების გზაზე დამდგარი საქართველო, რეპრესიები, მძიმე ეკონომიკური პირობები და ამ დროს საბჭოთა სოციალისტურ ქვეყანაში ჩნდება ბრენდი, დიახ, ბრენდი „აია“, რომელიც მწარმოებელ რევაზ დვალიშვილს ეკუთვნოდა. მან ეს თავზეხელაღებული ნაბიჯი 1953 წელს ქუთაისში გადადგა და როგორღაც საბჭოთა ცენზურასაც გადაურჩა. მალე „აია“ ჯერ ქუთაისელების, შემდეგ კი თბილისელების საყვარელი ლუდი გახდა. ეს იყო ერთადერთი ლუდი საკუთარი ფორმულითა და სახელით, ამიტომ ნამდვილ ქართულ ლუდად უნდა მოვიხსენიოთ.

80-იან წლებში, გორბაჩოვის საბჭოთა სოციალისტურ საქართველოში „აია“ მაღაზიებიდან გაქრა. მის აღდგენის მცდელობა 90-იან წლებში იყო, თუმცა უშედეგოდ.

დღეს, კი „ქართული ლუდის კომპანიამ“ გადაწყვიტა, 70-წლიანი ტრადიცია არ შეეწყვიტა და ამ ლუდის ისტორია და გემო ახალი თაობებისთვის გაეცნო, როგორც ამას ჩეხები და გერმანელები თავიანთი ტრადიციული ლუდის შემთხვევაში წლებია აკეთებენ.

ჩვენს ქვეყანაში ათობით ფორმულის მქონე ლუდი მზადდება, რომელთაც განსხვავებული ფორმულა აქვს, თუმცა სულ პირველი ბრენდი „აია“ იყო და ძველ თაობას მისი გემო კარგად ახსოვს.

ღვინის მსგავსად, ლუდი ბევრი ქვეყნის ისტორიას ინახავს და აღმოჩნდა, რომ მათ შორის საქართველოს წარსულიც არის.

14 წლის ვუნდერკინდი ლატარიის კომპანიამ დააფინანსა

რა მდგომარეობაა საქართველოში საწვავის ფასების კუთხით და  სად არის მისი ღირებულება ყველაზე დაბალი?

რატომ ხდება აუდიოწიგნები სულ უფრო პოპულარული და რა უპირატესობა აქვს მას?