ავტორი:

ხიხანის ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკი მოეწყობა

ხიხანის ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკი მოეწყობა

აჭარაში, ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მოწყობა იგეგმება. ტურისტული ბილიკის დალაშქვრის გამარტივების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ციხეზე ასასვლელი ბილიკის გაფართოებას, მოაჯირების მონტაჟს და კიბეების მოწყობას გეგმავს. გარდა ამისა, იგეგმება ბილიკზე ტურისტულად მიმზიდველი, მამოტივირებელი მანიშნებლების, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტურისტული ბილიკის მარკირება.

ამ ეტაპზე, ციხეზე გეოლოგებისა და ტოპოგრაფების მიერ კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს. კვლევის პროცესს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ლელა გოგუაძეც დაესწრო, რომელმაც სპეციალისტებთან ერთად ბილიკზე არსებული მდგომარეობა და პროექტის განხორციელების ეტაპები განიხილა. საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ტურისტულ ბილიკზე მოსაწყობი ინფრასტრუქტურის ესკიზური პროექტი და მისი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი 1 აგვისტომდე მომზადდება, რის შემდეგად სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

ზღვის დონიდან 2236 მეტრზე მდებარე ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და რთულად მისასვლელი ციხე-სიმაგრეა აჭარაში, რის გამოც ის მიმზიდველი ძირითადად მოლაშქრეებისთვისაა.

პროექტი სხვა ქვეყნების წარმატებულ მაგალითზე ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის ბუნებრივ და ეკოლოგიურ გარემოსთან შეხამებული ინფრასტრუქტურული მოდელის შექმნას ითვალისწინებს.. ბილიკის დაპროექტებისას გათვალისწინებული იქნება ეკო-ტურიზმისთვის მისაღები სტანდარტები და მოთხოვნები, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურისადმი ლოკაციის მდგრადობა და უსაფრთხოების ნორმები, კულტურულ-ეთნოგრაფიული ფასეულობები და სხვა ფაქტორები.

პროექტის განხორციელდების შედეგად ხიხანის ციხე ჩირუხი - ხიხანი- გოდერძის მარკირებულ გარდამავალ ალპურ მარშრუტზე მთავარი დანიშნულების ადგილი გახდება, რაც მარშრუტის ხანგრძლივობას გაზრდის. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება ციხეზე კულტურულ-სპორტული ღონისძიებების განხორციელება და უფრო მასშტაბური პრეს-ინფო ტურების ორგანიზება.

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

"დათო ჰაერივით სჭირდება უამრავ ადამიანს..." - ავარიის დროს დაშავებულ ცნობილ ფსიქიატრს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

რამდენით გაძვირდა მეორადი ტანსაცმელი საქართველოში?