ავტორი:

მორიგი საკადრო ცვლილებები "ტვ პირველში"? - რა ხდება ტელეკომპანიაში

მორიგი საკადრო ცვლილებები "ტვ პირველში"? - რა ხდება ტელეკომპანიაში

"ტვ პირველში" სავარაუდოდ, მორიგი საკადრო ცვლილებები იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანიას ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ცნობილი სახეები - ვახო სანაია და ნინო ჟიჟილაშვილი ტოვებენ.

უცნობია, რას უკავშირდება "პოლიტმეტრის" წამყვანების აღნიშნული გადაწყვეტილება, თუმცა კიდევ ერთი ინფორმაციით, მათ მალე ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ვიხილავთ.

საკადრო ცვლილებების ტალღა "ტვ პირველში" ნოდარ მელაძის მისვლით დაიწყო, რომელიც ტელეკომპანიის გენერალურ პროდიუსერად დანიშნა მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა ინგა გრიგოლიამ. თუმცა, ხელმძღვანელის ამ გადაწყვეტილებას ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელი აღფრთოვანებით არ შეხვედრია.

ფარული შიდა დაპირისპირების პირველი ნიშანი ის იყო, რომ ტელეწამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა "პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტი დატოვა და გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მისი და "არხის ხელმძღვანელობის ხედვები საინფორმაციო სამსახურის განვითარების მიმართულებით, ამ ეტაპზე ერთმანეთს არ დაემთხვა".

თუმცა, ამის მიუხედავად ჟიჟილაშვილმა კვლავ განაგრძო მუშაობა "პოლიტმეტრში" და დაანონსდა ისიც, რომ მისი წამყვანობით არხზე კიდევ ერთი თოქ-შოუ იწყებოდა.

მაისის დასაწყისში თანამდებობიდან წასულ ჟიჟილაშვილს, ივნისის დასაწყისში ინგა გრიგოლია მიჰყვა. მან "ტვ პირველის" გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა და მიზეზად დაასახელა ის, რომ "მისი საქმიანი და ოჯახური ინტერესები ძალიან შეეჯახა ერთმანეთს".

VIDEO: რა ხდება "ტვ პირველში" - ტოვებენ თუ არა არხს წამყვანი სახეები

ჟიჟილაშვილისა და სანაიას გარდა, საუბარია იმაზეც, რომ შესაძლოა, ტელეკომპანია კიდევ ერთმა ძველმა სახემ - დიანა ტრაპაიძემ დატოვოს. კოლეგებისგან განსხვავებით, რომლებიც სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ და გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ, ტრაპაიძემ სოციალური ქსელის პირად გვერდზე გააკეთა განმარტება:

"მეგობრებო, მე ვმუშაობ ტვ პირველში, მიმყავს "დღის ამბები"... მოეშვით ამ ფეიკების გავრცელებას... თუ რამე შეიცვლება, აუცილებლად გაგაგებინებთ" - დაწერა ტელეწამყვანმა "ფეისბუქზე".

AMBEBI.GE კვლავ ცდილობს როგორც ტელეკომპანია "პირველის", ისე "ფორმულას" წარმომადგენლებთან გადაამოწმოს გავრცელებული ინფორმაცია.

რაც შეეხება ნოდარ მელაძეს, ის "ტვ პირველში" 20 აპრილს გადაბარგდა საკუთარ გუნდთან ერთად. მისი "მთავარი არხიდან" წასვლის მიზეზად მასსა და გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას შორის არსებული უთანხმოება დასახელდა.

საინფორმაციო სამსახურის უფროსთან ერთად "მთავარი არხი" დატოვეს: ვასილ დაბრუნდაშვილმა (რომელიც "იმედიდან" გადავიდა "მთავარზე"), მაკა ანდრონიკაშვილმა, რუსუდან ჯაბანიშვილმა, ეკო მაღრაძემ, მაკა ჩიხლაძემ და თამთა დოლენჯაშვილმა. ახალმა გუნდმა "ტვ პირველზე" რამდენიმე ახალი გადაცემა შექმნა.

"ისტერიკულად ტიროდა ბავშვი და მაინც არ ჩერდებოდნენ... ქალსაც კი ხელი დაარტყეს" - ვახო სანაია თავდასხმის დეტალებს იხსენებს

როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეები საქართველოში

"დათო ყოველთვის ჩემს გვერდითაა, რა საქმეც არ უნდა წამოვიწყო" - 2000-ინი წლების ცნობილი კლიპების რეჟისორის ახალი ცხოვრება კეთილი ნახატების სამყაროში