ავტორი:

დაზარალებული მცირეწლოვანი გოგონას ოჯახი დამნაშავის დასჯას მოითხოვს

დაზარალებული მცირეწლოვანი გოგონას ოჯახი დამნაშავის დასჯას მოითხოვს

გასულ თვეში გურჯაანის რაიონულმა სასმართლომ გაამართლა 58 წლის მამაკაცი, რომელსაც საკუთარი ძმის შვილიშვილის, 5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ედებოდა ბრალი. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ დაზარალებული ბავშვის ოჯახის აღშფოთება გამოიწვია. მცირეწლოვანი გოგონას ოჯახის წევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ და დამნაშავის დასჯას მოითხოვენ.

შემზარავი ინციდენტი 2019 წლის 5 ივნისს კახეთში მოხდა. ბავშვმა მშობლებს უამბო, რომ საკუთარი ბაბუის ძმამ მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, თან დაემუქრა, თუ ამის შესახებ ვინმეს მოუყვებოდა, მოკლავდა. ბავშის ოჯახმა მაშინვე სამართალდამცავებს მიმართა.

პროკურატურის ვერსიით, შემთხვევას შეესწრო დაზარალებულის მცირეწლოვანი ბიძაშვილიც, 6 წლის ბავშვიც, რომელიც დეტალურად აღწერდა ძალადობის პროცესს. სასამართლო პროცესები ერთი წლის განმავლობაში მიდინარეობდა. პროცესების გარკვეული ნაწილი პანდემიის გამო დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მოსამართლემ სასამრთლო დარბაზში გამოაცხადა, სადაც ორივე მხარე იმყოფებოდა.

ვიდრე სასამართლო ბრალდებულ მამაკაცს უდანაშაულოდ ცნობდა, ერთი თვით ადრე, ბრალდებულს 9-თვიანი საპატიმრო ვადა ამოწურა, რის გამოც იგი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

განაჩენის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც უწყება განმარტავდა, რომ ბრალდების მხრეს სასამართლოში არაერთი მტკიცებულება ჰქონდა წარდგენილი, რითაც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდებოდა.

დაზარალებული ბავშის ბაბუა AMBEBI.GE -სთან საუბარში აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი იყო, რადგან არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები საიმისოდ, რომ დამნაშავე სათანადოდ დაესაჯათ.

"ჩვენ ჩამოვედით კახეთიდან და რამდნეიმე დღეა პრეზიდენტის რეზიდენციასთან ვსხედვართ. აქედან ფეხს არ მოვიცვლით, ვიდრე ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ვიდრე არ დასჯიან სათანადოდ ჩვენი ოჯახის შემარცხვენელს. ბავშვს მთელი ცხოვრება დაუნგრია, მომავალი მოუსპო. ძალიან გაკვირვებული დავრჩით სასამრთლოს ამ გადაწყვეტილებით, მაშინ, როდესაც ჩემმა შვილიშვილმა ზუსტად აღწერა, თუ როგორ იძალადა მასზე ამ არაადამიანმა. იგივე აღწერა ზუსტად ფაქტის კიდევ ერთმა შემსწრემ.

ჩემი შვილიშვილის ბიძაშვილმა, რომელმაც ჩვენებაში თქვა, თუ როგორ შეხედა საკუთარი თვალით შემდეგ სცენას: კაცმა ბავშვი ახუტებული შეიყვანა სახლის ერთ-ერთ ოთახში, სადაც ბიძაშვილმა დაინახა, რომ ბავშვი შიშველი იწვა ლოგინში და ზემოდან აწვა ბაბუამისის ძმა. ეს არ იყო საკმარისი მტკიცებულება?

მოწინააღმდგე მხარე იმას გაიძახის ექსპერტიზას გაუპატიურების კვალი არ დაუდგენიაო. ჩვენ გვითხრეს, რომ ზუსტად როდის მოხდა ეს ფაქტი არ იციან, ამიტომ შესაძლოა ძალადობის კვალი გაქმრალიყო ამ პერიოდში.

რადგან ბოლომდე ვერ მიიყვანა მისი საქმე, დამნაშავე არ უნდა დაისაჯოს?! რაც ეს კაცი გამოუშვეს და სახლში დაბრუნდა, ჩემს შვილიშვილს და მოწმე ბავშვს გარეთ გამოსვლა ეშინიათ სახლიდან. წარმოიდგინეთ რა სტრესში არიან ბავშვები. ცხოვრება დაუმახინჯეს ბავშვს" - აცხადებს დაზარალებულის ბაბუა.

58 წლის მამაკაცის ადვოკატი, ლევან ზაქრაძე მიიჩნევს, რომ სასამართლომ გაბედული და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. უფლებადამცველის შეფასებით, სექსუალური ძალადობის ფაქტებზე ბოლო დროს დამკვიდრებული ტენდენცია, რომ მომჩივანი აპრიორი მართალია, მანკიერი პრაქტიკაა.

"სასამართლომ მიიღო ვაჟკაცური გადაწყვეტილება. ახლა ტენდენციაა ისეთი, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მართლაც სიმამაცეს და საოცარ ობიექტურობას მოითხოვს. სასამართლოს ძალიან დასაბუთებულად და არგუმენტირებულად გაამართლა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რადგან მას არაფერი ჰქონდა ჩადენილი. ახლა წესით პატივისა და ღირსების შელახსვის გამო უნდა მოედავოს მათ.

ბრალდება იყოს სრულიად უსაფუძვლო და სასამართლო პროცესებზე ჩვენ ვხედავდით დადგმულ სპექტაკლებს, თუ როგორ აიძულებდა დედა საკუთარ შვილს მიეცა ის ჩვენებები, რაც მას სურდა. საბრალდებო დასკვნაში წერია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მეორე სართულზე აიყვანა ბავშვი და იქ აიწყო სექსუალური ძალადობა, მაშინ როდესაც სახლი არის ერთსართულიანი. ამასთან, იმ პერიოდში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მუშაობდა კერძო სამუშაოზე თავის შვილთან და თანასოფლელებთან ერთად. გადიოდა სახლიდან დილის 4 საათზე და გვიან დაღლილი ბრუნდებოდა.

ამ ფაქტამდე რამდენიმე თვით ადრე, ოჯახის ყველა წევრი თურქეთში იყო წასული სამუშაოდ და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მისი ახალგაზრდა რძალი ერთად მარტო ცხოვრობდნენ სახლში. მისმა რძალმა მამათილი საუკეთესოდ დაახასიათა და თქვა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მისთვის საეჭვო არაფერი შუნიშნავს. ამ ოჯახებს შორის წლებია მიმდინარეობს დავა. ამ კაცს მისმა რძალმა, დაზარალებულის ბებიამ, სახლის შესასვლელი ჩაუკეტა და ყველა ამ ბავშვის ოჯახს ამტყუნებდა ამ დაპირისპირებაში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ყველა საკეთესოდ ახასიათებს, როგორც პატიოსან და მშრომელ ადამიანს" - ამბობს ადვოკატი.

ლევან ზაქრაძის თქმით, ერთადერთი მტკიცებულება დაზარალებული ბავშვის და მისი ბიძაშვილის, 6 წლის ბავშვის ჩვენები იყო, რომელიც არ იყო საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის მისაღებად,

"როდესაც დავკითხეთ პატარა ბავშვები, დაზარალბული და მისი ბიძაშვილი, მათ ურთერთსაწინაარმდეგო ჩვენები მისცეს. ამ ბავშვს სჭირდებოდა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა , თანაც აზერბაიჯანულ ენაზე მოსაუბრე ფსიქოლოგი. მოიწვიეს აზერბაიჯანიდან ქალი, რომელიც ფსიქოლოგი იყო თუ ვინ იყო, საერთოდ არავინ იცის, რადგან მას არ წარმოუდგენია არანაირი დოკუმენტაცია, დაკითხვების დროს, ბავშვმა თავისი ასაკი ვერ დაასახელა, დედა გვერდით ედგა ბავშვს და აშკარად ანიშნებდა, თუ რა უნდა ეთქვა.

დადგმული სპექტაკლი წარმოადგინეს სასამართლო სხდომაზე. რაც შეეხება მოწმე ბავშვს, რომელიც ვითომდა შეესწრო ამ ფაქტს, თავის დროზე სკოლაში არ მიიღეს განვითარების შეფერხების გამო.

ამ მოწმემ მისცა სასამართლოს ჩვენება, რომ თითქოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ძალით, ტირილ-ტირილით აიყვანა ოთახში გოგონა და მან დაინახა, რომ ბავშვი შიშველი იწვა საწოლზე და ბაბუამისის ძმა ზემოდან აწვა. ეს რა თქმა უნდა, მათი შეთხზული და მოგონილი იყო.

რაც ყველაზე მთავარია, ექსპერტიზა ჩატარებულია, რომლითაც დადგინდა, რომ ბავშვს სექსუალური ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ბავშვი ჩვენებაში წერს, რომ მასთან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა სექსუალური შეღწევით დაამყარა კავშირი, რაც ტყუილი აღმოჩნდა და არ დადასტურდა. „ - აცხადებს AMBEBI.GE -სთან ადვოკატი ლევან ზაქრაძე.

“სადღესასწაულო დღეები სახლიდან, “სკაიპით“ უნდა მივულოცოთ ერთმანეთს” - ბიძინა კულუმბეგოვი

თბილისის მერია მეტროს მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

მთავრობა აქვეყნებს 30 კითხვაზე პასუხს, რომელიც შეზღუდვებთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩნდა