ავტორი:

კვებითი ალერგია - საკვებისადმი ჰიპერმგრძნობელობა და აუტანლობა

კვებითი ალერგია - საკვებისადმი ჰიპერმგრძნობელობა და აუტანლობა

15 ივნისს, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, გამოვა ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის ბოლო, მე-8 ტომი, რომელიც კვებით ალერგიას ეხება.

კვებითი ალერგია რთული, მრავალფაქტორული დაავადებაა, რომელიც მსოფლიოში 220მილიონზე მეტ ადამიანს აღენიშნება და მსოფლიო ჯანდაცვის მნიშვნელოვანი გლობალურიპრობლემაა. რამდენადაც სწრაფია მისი გავრცელების ტემპი, იმდენად დიდია ამ პრობლემისადმი საზოგადოების როგორც ინტერესი, ისე მღელვარების მიზეზი.

კვებითი ალერგია კონკრეტულ კვებით ალერგენზე არასასურველი რეაქციაა, რასაცუზრუნველყოფს იმუნოლოგიური მექანიზმები და იმ ადამიანს უვითარდება, რომელიცმგრძნობიარეა ამ კონკრეტული ალერგენის მიმართ.

ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის მე-8 ტომი - „კვებითი ალერგია, საკვებისადმი ჰიპერმგრძნობელობა და აუტანლობა“ საშუალებას გაძლევთ, დაადგინოთ, თუ რომელი საკვები პროდუქტები იწვევენ თქვენში ყველაზე მეტ დისკომფორტს. ასევე, უკეთესად გაერკვევით გასტროენტერიტთან, საკვების მიმართ შეუწყნარებლობასა და კვებით ალერგიასთან დაკავშირებულ საკითხებში. ისწავლით იმ სიმპტომების იდენტიფიცირებას, რომლებიც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროებაზე მიუთითებენ და ზუსტი დიაგნოზის დასადგენად აუცილებელი ანალიზების ჩატარების კუთხითაც დაკვალიანდებით. აქვე გაეცნობით არაერთ სასარგებლო ინფორმაციას, რაც შესაძლებლობას მოგცემთ, ჯანსაღი პროდუქტი შეიძინოთ და კერძები სათანადო წესების დაცვით მოამზადოთ, რითაც თავიდან აირიდებთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციებისა და ალერგიული რეაქციების განვითარების საფრთხეს; გაეცნობით რეკომენდაციებსაც, რომელთა მეშვეობით საკვების მიმართ შეუწყნარებლობის მართვას შეძლებთ და მავნე პროდუქტების მოხმარებას თავიდან აირიდებთ.

„კვებით ალერგიაზე ინფორმაციის ნაკლებობა მნიშვნელოვნად აფერხებს დაავადებისდროულად ამოცნობის შესაძლებლობას და უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დაავადებაზე გაწეულ ხარჯებს. გარდა ამისა, ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობია, რომ ისეთი მძიმე ალერგიული რეაქცია, როგორიც ანაფილაქსიაა, შესაძლოა ფატალურად დასრულდეს.ამ ნაშრომიდან მკითხველი გაიგებს, როგორ ამოიცნოს დროულად კვებითი ალერგიათუ საკვებით გამოწვეული ინტოქსიკაცია, როგორ განასხვაოს ალერგიით განპირობებულისაფრთხეები საკვების აუტანლობისგან, მიიღებს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, გაეცნობადიაგნოსტიკის თანამედროვე მიდგომებსა და მეთოდების თავისებურებებს, პრევენციისა დამკურნალობის უახლეს გზებსა და პერსპექტივებს.ეს წიგნი კარგი გზამკვლევია პაციენტებისა და ფართო საზოგადოებისთვის. თანამედროვე დაუახლესი ინფორმაცია ხელს შეუწყობს დაინტერესებულ პირებს პრობლემისადმი ცნობიერების ამაღლებასა და განათლების მიღებაში, ჯანდაცვის პროფესიონალებს კი ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება,“ - მაია რუხაძე, ალერგოლოგ-იმუნოლოგი.

წიგნის სპეციალური ფასია 6.50, გაზეთთან ერთად - 8 ლარი.შეგახსენებთ, რომ "ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევი მთელი ოჯახისათვის" არის სერია, რომელიც მკითხველს ყველაზე გავრცელებული დაავადებების გამომწვევ მიზეზებზე, რისკ-ფაქტორებსა და დიაგნოსტიკაზე, გამწვავების მართვასა და პრობლემების მოგვარების გზებზე პოპულარული ენით მიაწვდის ინფორმაციას.

„ეს წიგნი არის იმაზე, თუ როგორ უნდა შევიყვაროთ საკუთარი თავი“ - ამ მთისა და იმ ბარის ამბები

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (ეპილოგი)

300 წელიწადში, შესაძლოა, ტყეები განადგურდეს - რა არის გამოსავალი?