ავტორი:

გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება

გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება

"მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, ბრალდებული გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება. მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, გირაოს სანაცვლოდ არ შეეცვალა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ პატიმრობის 10 000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლის შუამდგომლობა დააყენა, ვინაიდან ბრალდების მხარემ მოწმეთა დაკითხვა დაასრულა. აღნიშნული შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა არ დააკმაყოფილა.

სასამართლოსთან მობილიზებული არიან პოლიტიკოსები.

ცნობისთვის, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 2019 წლის 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

"მე ვიხდი ფულს, რომ ჩემი ოჯახი მშვიდად იყოს" - დააკავეს "ქურდული სამყაროს" წევრები, რომლებიც შვილის გატაცების მუქარით, მოქალაქეს 60 000 დოლარს სძალავდნენ

საქართველოში დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა - დარღვევა უკვე დასჯადია

"თავი ცნო დამნაშავედ და მოინანია" - ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ლევან ჯიბღაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა