ავტორი:

"ლეგენდარული, მარადიული ქალბატონები" - როგორ გამოიყურებიან 92 წლის ლანა ღოღობერიძე და 84 წლის ნანი ბრეგვაძე

"ლეგენდარული, მარადიული ქალბატონები" - როგორ გამოიყურებიან 92 წლის ლანა ღოღობერიძე და 84 წლის ნანი ბრეგვაძე

ქართული კინოსა და ესტრადის ორი ლეგენდა - რეჟისორი ლანა ღოღობერიძე და მომღერალი ნანი ბრეგვაძე დიდი ხნის მეგობრები არიან. მათ თითქოს დრო გააჩერეს - 92 და 84 წლის ასაკში ფანტასტიკურად გამოიყურებიან და თაყვანისმცემლების კომპლიმენტებსაც უხვად იმსახურებენ.

ლანა ღოღობერიძის ქალიშვილმა, რეჟისორმა ნუცა ალექსი-მესხიშვილმა ორი ლეგენდის ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც უდიდესი გამოხმაურება ჰპოვა:

"ორი უჭკნობი თაიგული"

"ორი გენიალური ქალბატონი! ორი ღირსეული და უნიჭიერესი პიროვნება და საქართველოს მშვენება!!! ორი ვარსკვლავი!!!! ნანი და ლანა ლანა და ნანი! დიდხანს გვიმყოფოს მათი თავი უფალმა!!!"

"შესანიშნავი ქალბატონები! ასე ლამაზად, კიდევ მრავალი წელი გეცხოვროთ!"

"ორი შეუდარებელი, გენიალური ქალი"

"ლეგენდარული და მარადიული ქალბატონები! როგორ ანათებენ!" - წერენ ფოტოს კომენტარებში ინტერნეტმომხმარებლები.