ავტორი:

კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა საქართველოში - უახლესი მონაცემები stopcov.ge-დან

კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა საქართველოში - უახლესი მონაცემები stopcov.ge-დან

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 5-ით გაიზარდა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 851 გახდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 5-ით გაიზარდა და 702 გახდა.

აღნიშნული მონაცემების შესაბამისად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების სულ 14 შემთხვევა დადასტურდა.

კარანტინის რეჟიმშია 3026 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 297 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

გურჯაანში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა

დიდ დიღომში ერთ-ერთი საწყობის ეზოში ხანძარი გაჩნდა

"კომენტარებს ვაწყდები, თითქოს უამრავი დაავადება ჰქონდა და კორონა არ არსებობს, უტიფრები ხართ" - რას წერს COVID-19-ით გარდაცვლილი მე-14 პაციენტის შვილი