ავტორი:

"გვახსოვს, მერაბიშვილის შს მინისტრობის დროს როგორი რეპრესიები იყო, დღეს ხალხს ნათელ მომავალს პირდება" - კალაძე

"გვახსოვს, მერაბიშვილის შს მინისტრობის დროს როგორი რეპრესიები იყო, დღეს ხალხს ნათელ მომავალს პირდება" - კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით, უპასუხა, რომ მერაბიშვილი „საკმაოდ საინტერესო კანდიდატურაა“.

"პოლიტიკაში რომ ბრუნდება მე მგონი თვითონაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება. საკმაოდ საინტერესო კანდიდატურააა და საინტერესოა მისი პოლიტიკაში დაბრუნება.

გვახსოვს, როდესაც ვანო მერაბიშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში, როგორი რეპრესიები იყო. დღეს ვანო მერაბიშვილი ქართველ ხალხს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, პირდება ნათელ მომავალს, საკმაოდ საინტერესოა“, - განაცხადა კალაძემ.

"რემბო ვარ და დაგშლითთქო, ტყუილია, მაგრამ რაც შემეძლება, შევებრძოლები" - გოგი წულაიას თქმით, მელიას დასაცავად ყველაფერს გააკეთებს

ვანო მერაბიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ტკბილეული და გაზიანი სასმელები მიიტანა (ფოტოები)

"თუ ოპოზიციამ მელია ოფისში მოინახულა, ერთი ცნობილი სიმღერისა არ იყოს: "მივიდნენ მის სანახავადა", ეს არ ნიშნავს, რომ  მისი ერთგულები არიან" - თალაკვაძე