ავტორი:

"ამოგშანთავთ... თქვენ ტელეეთერში არ უნდა იყოთ" - შალვა რამიშვილის მიმართვა "ტვ პირველს" და ვახო სანაიას პასუხი

"ამოგშანთავთ... თქვენ ტელეეთერში არ უნდა იყოთ" - შალვა რამიშვილის მიმართვა "ტვ პირველს" და ვახო სანაიას პასუხი

"პოსტივის" ხელმძღვანელი და ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი "ტვ პირველს" მიმართავს და ემუქრება, რომ სატელევიზიო სივრციდან "ამოშანთავს". მისი მიმართვის კონკრეტული ადრესატი პირველ რიგში ნოდარ მელაძეა, რომელიც ახლახან დაინიშნა "პირველის" გენერალურ პროდიუსერად.

"პირდაპირ გეუბნებით ბატონო ნოდარ და ვიღაცეებო "ტვ პირველში" ვინც დარჩით - ბოლომდე მივალ, არ გაგახარებთ... ამოგშანთავთ რა, ყველა კანონიერი მეთოდით. თქვენ ტელეეთერში არ უნდა იყოთ, ესეთი სიბინძურე და ქაქი არ უნდა მოედინებოდეს არც ერთი ტელევიზიიდან. გაგექცევათ ხალხი? ძალიან კარგი. დარჩებიან? მით უარესი მათთვის" - მიმართა რამიშვილმა კონკურენტი ტელევიზიის წარმომადგენლებს.

"პოსტივის" ხელმძღვანელის მუქარა უყურადღებოდ არ დაუტოვებია ტელეწამყვან ვახო სანაიას, რომელმაც ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ "ტვ პირველიდან" წასვლის შესახებ 12 ივნისს განაცხადა.

"მეგონა, გუშინ ბოლოჯერ ვახსენე ტვ პირველი, მაგრამ ერთხელ კიდევ უნდა ვთქვა რაღაც. შალვა რამიშვილი რომ არის, ეგ წერს "ტვ პირველს" ამოვშანთავო.

გუშინ წამოვედით "ტვ პირველიდან", არ ვეთანხმებით ამ არხის მიერ აღებულ მიმართულებას და ჩვენი გზები გაიყო ცივილიზებულად, მაგრამ იქ ბევრი მეგობარი დაგვრჩა მე და ჟიჟის. საუკეთესო მოგონებები. ჰოდა, მოკლედ, ეს სამში გრძელი არარაობა ემუქრება ახლა ტვ პირველს, ამოგშანთავთო.

ესე იგი, სულ ასეა ხოლმე ტელესივრცეში - ვიღაც საიდანღაც მიდის, ვიღაც სადღაც რჩება, მაგრამ ეს შალვა რამიშვილი სულ რატომ რჩება ხოლმე - ყ@@დ?!" - წერს სანაია რამიშვილის პასუხად.