ავტორი:

საქართველოში კორონავირუსით მე-14 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით მე-14 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით მე-14 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცია.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტი კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა.

რატიანის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. მისი ინფორმაციით, პაციენტი საუნივერსიტეტო კლინიკაში სეფსისის ცენტრიდან გადაიყვანეს.

"პაციენტი იყო 68 წლის, დადასტურებული ჰქონდა "კოვიდ 19". გამოხატული ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა. იცით, რომ ყველა კრიტიკული პაციენტი ჩვენთან გადმოდის. ეს პაციენტი გადმოიყვანეს 4 აპრილს და შემოსვლისთანავე პაციენტი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე.

პაციენტი იყო თერმოდინამიკის რღვევით. ჩატარდა ყველანაირი მკურნალობა რაც კი არსებობდა, მაგრამ მას ჰქონდა ძირითადი დაავადების გართულებები. ჰქონდა თირკმლის უკმარისობა და არტერიული ჰიპერტენზიაც, ჩატარდა კვლევა, სადაც გამოვლინდა მკვეთრი იმუნოდეფიციტი და სამწუხაროდ, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

მტკვარში ბავშვი დაიხრჩო - "ჩქარი დინების გამო, წყალში გაუჩინარდა და ვერ ხერხდებოდა ადგილსამყოფელის დადგენა"

ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტის ჩაწყდა - დაშავებულია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

ბათუმში ავარიას 6 წლის გოგონა ემსხვერპლა