ავტორი:

სოფელ მეტეხში Covid 19-ის 4 ახალი შემთხვევაა - ვირუსი ინფიცირებული სანიტრის ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ

სოფელ მეტეხში Covid 19-ის 4 ახალი შემთხვევაა - ვირუსი ინფიცირებული სანიტრის ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ

შიდა ქართლში Covid 19-ის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მცხოვრები ინფიცირებული სანიტრის ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ.

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ცნობილი გუშინ გახდა, რის შემდეგაც მასთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებოდა, პარალელურად, გუშინვე, სოფელ მეტეხში მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ ეპიდემიოლოგები და მიმდინარეობდა ღრმა ეპიდკვლევა, შესაბამისად, რამდენიმე საეჭვო პირის ნიმუშები გაიგზავნა ლუგარის ცენტრში. ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებისას ოთხი დადებითი პასუხი დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის შიდა ქართლის ოფისის ხელმძღვანელის, ეკა ქორჩაშვილის ინფორმაციით, სოფელ მეტეხში ღრმა ეპიდკვლევა დღესაც ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება, ლაბორატორიაში კვლევებისთვის გაიგზავნება დამატებითი ნიმუშები და სავარაუდოდ, თვითიზოლაციის რეკომენდაციაც კიდევ მიეცემათ ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ სხვა პირებსაც.

ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს - "დამწვარია წიწვოვანი ტყის ქვედა საფარი და კუნძები"

სოფელ მეტეხში კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა, რომელიც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელია

რა ვითარებაა აბასთუმნის ტყეში, სადაც გუშინ ღამით ცეცხლს 65 მეხანძრე და 2 ვერტმფრენი აქრობდა