ავტორი:

36 წლის მრავალშვილიანი დედა, რომელიც 7 შვილს ძიძების გარეშე ზრდის - "ბევრი ბავშვი უფრო მეტი სიამოვნებაა, ვიდრე ტვირთი"

36 წლის მრავალშვილიანი დედა, რომელიც 7 შვილს ძიძების გარეშე ზრდის - "ბევრი ბავშვი უფრო მეტი სიამოვნებაა, ვიდრე ტვირთი"

36 წლის რენატა მგალობლიშვილს 7 შვილი ჰყავს: ლაზარე, იოანე, ანაბელა, მარია-ალექსანდრა, გიორგი და ტყუპი - ნოე და შიო გიუნაშვილები. უფროსი 14 წლისაა, ტყუპი კი - რამდენიმე კვირის. ამბობს, რომ ბევრი შვილი ბედნიერებაა და მათი აღზრდა არც ისეთი რთულია, როგორც გვერდიდან ჩანს.

ის მრავალშვილიან დედობასა და მთავარ გამოწვევებზე MSHOBLEBI.GE-სთან საუბრობს:

- ხშირად უთქვამთ,"ერთი ბავშვი ძლივს გავზარდე, შენ როგორ ახერხებ შვიდი შვილის აღზრდასო". ვფიქრობ, ერთის გაზრდა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე მეტის.

პირველი ბავშვის შემთხვევაში დედა ყოველთვის უფრო დაბნეული და შეშინებულია, ჰგონია, რომ მას რაღაც დაემართება, ფსიქოლოგიურადაც არ არის მარტივი. მთელი დღე ვერ შეძლებ მის გართობას. როდესაც ბავშვს და-ძმა ჰყავს, ეს ბევრად მარტივია, რადგან ერთად თამაშობენ, ერთამანეთს ყურადღებას აქცევენ და მშობლებსაც ეხმარებიან.

- უფროსები რამდენად არიან პატარა და-ძმის აღზრდაში ჩართულნი?

- უფროსები სკოლაში დადიან, ერთი მოსამზადებელ კლასში. სახლში საღამოს მოდიან და მერე უნდა იმეცადინონ, ამიტომ, ძირითადად დაკავებულები არიან. ისე, სულ ცდილობენ, მონაწილეობა მიიღონ პატარებზე ზრუნვაში ან უბრალოდ მოეფერონ.

არ მინდა მალე გაიზარდონ. სულ იმას ვფიქრობ, რომ ეს დრო, როცა მთელი მათი სამყარო ჩემს ირგვლივ ტრიალებს, არ დაბრუნდება და საშინლად მომენატრება.

- შვიდი შვილისთვის ყურადღების გადანაწილება ალბათ მარტივი არ არის. მარტო ზრდით ბავშვებს?

- მეუღლე მუშაობს, ალბათ გესმით, რამხელა პასუხისმგებლობაა შვიდი შვილი. ძიძა არ მყავს. ბავშვებს მარტო ვზრდი წაიკითხეთ ვრცლად