ავტორი:

უფრთხილდით არასწორად დამზადებულ კარ-ფანჯრებს! - რა საფრთხეს შეიცავს არასწორად დამზადებული კონსტრუქცია

უფრთხილდით არასწორად დამზადებულ კარ-ფანჯრებს! - რა საფრთხეს შეიცავს არასწორად დამზადებული კონსტრუქცია

მშენებლობა და მასთან დაკავშირებული ყველა საკითხი ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი ასპექტია, გასათვალისწინებელია ისეთი დეტალები, რომელიც განაპირობებს კონსტრუქციის მდგრადობას, სიმყარეს, უსაფრთხოეებას, მომხმარებლის კომფორტსა და კმაყოფილებას. მშენებლობის დარგის სხვადასხვა მიმართულებისგან არ განსხვავდება კარ-ფანჯრებისა და მინა-პაკეტის კონფიგურაციის სწორად შერჩევის აუცილებლობა. განსაკუთრებით, მაშინ როდესაც უკვე ხშირად გვხვდება მინის ფასადები და დიდი ვიტრაჟები.

როგორც მინა-პაკეტისა და ალუმინის კონსტრუქციის მწარმოებელ კომპანია ,,ჯეო-გლასში“ აღნიშნავენ, არასწორად შერჩეულ მინა-პაკეტს ახასიათებს:

ქარის მაღალი დატვირთვის დროს მინის ჩაღუნვის მაღალი ეფექტი, ასევე გატეხვის დიდი ალბათობა, თბო იზოლაციის არასწორი მაჩვენებელი, ხმის დეციბალების გამტარიანობის არასწორი მაჩვენებელი, კონსტრუქციიდან ამოვარდნის საფრთხე.

ასევე არასწორად შერჩეულ ალუმინის პროფილს ახასიათებს: ჰერმეტულობის დარღვევა სიმყარის დაკარგვა, მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლა, მაღალი ვიბრაციის დონე და სხვა.

,,იმისთვის, რომ ჩვენი მომხმარებლის გარემო გახდეს კომფორტული და უსაფრთხო, ,,ჯეო-გლასის“ ინჟინერები მუშაობის პროცესში ითვალისწინებენ: თითოეული კონსტრუქციის სიმაღლეს, ტერიტორიაზე არსებული ქარის დატვირთვასა და წნევას, შენობის სრულ სიმაღლეს, ხმის დეციბალების გამტარიანობას, თბოიზოლაციის კოეფიციენტსა და სხვა მრავალ მახასიათებელს, რომელიც აუცილებელია პროექტის სრულყოფისთვის. ინჟინერის მიერ მუშავდება ტექნიკური მახასიათებელი, როგორც ცალკეული მინა-პაკეტებისა და პროფილის, ასევე მათი სამონტაჟო დეტალები. მნიშვნელოვანია როგორც მინა-პაკეტისა და ალუმინის პროფილის მახასიათებლები, ასევე აქსესუარები. მაგალითად ჩვენ ვიყენებთ გერმანული წარმოების SIEGENIA-ს, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, არის ადაპტირებული და გამოცდილი, გარდა ამისა არაჩვეულებრივად ერგება მომხმარებლის მოთხოვნებს. მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი კომპანია მზად არის თითოეულ მომხმარებელს დაეხმაროს და შეარჩევინოს კარ-ფანჯრები, პერგოლა, პანორამა და სხვა შემინვის სისტემები, შესთავაზოს სრული სერვისი და დააკვალიანოს მსგავსი მიმართულების ყველა საკითხში,,-თაკო ახვლედიანი, კომპანია ,,ჯეო-გლასის“ მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი.

დაინტერესების ან დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია კომპანიას დაუკავშირდეს ნომერზე (+995) 322 11 11 00 ან მეილზე Office@geoglass.ge

R

სასტუმრო ბათუმში, რომელიც ორიგინალური ინტერიერის გამო ტურისტების ყურადღების ცენტრში ექცევა

უსაფრთხო, მხიარული და ონლაინ!

ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა edX საქართველოშია – 40–ზე მეტი კურსი სექტემბრიდან ამოქმედდება