ავტორი:

დააკავეს 40 წლის ქალი, რომელმაც სიღნაღის მუნიციპალიტეტში ახალშობილი ჩვილი პარკში გახვეული მიატოვა

დააკავეს 40 წლის ქალი, რომელმაც სიღნაღის მუნიციპალიტეტში ახალშობილი ჩვილი პარკში გახვეული მიატოვა

ქალი, რომელმაც სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში ახალშობილი მიატოვა, დაკავებულია.

შსს-ს ინფორმაციით, 40 წლის ქალი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. უწყებაში აცხადებენ, რომ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ლ. ტ. დააკავეს დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით. ის სიღნაღში აიყვანეს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ქალმა მიმდინარე წლის 11 ივნისს, გამთენიისას, სოფელ ქვემო ბოდბეში იმშობიარა და პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი ამავე სოფლის ტერიტორიაზე დატოვა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს და ჩვილი დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“, - აცხადებენ შსს-ში.

ვახო ჭუმბურიძის ქალიშვილის მიმართ ადევნებასა და მუქარაში ბრალდებულ პირს პატიმრობა შეეფარდა

"გოგონას კორპუსთან დახვდა და კომუნიკაციის დამყარებას შეეცადა..." - პროკურატურა ვახო ჭუმბურიძის შვილის საქმეზე ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვს

გუდაურში გარდაცვლილი 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმე - ბრალდებულის ექსტრადირება 4 წლის შემდეგ განხორციელდა