ავტორი:

54 წლის მამაკაცი, რომელიც "ფეისბუქზე" შვილის სახელით დარეგისტრირდა და 12 წლის გოგონას გარყვნილ შეტყობინებებს უგზავნიდა, დააკავეს

54 წლის მამაკაცი, რომელიც "ფეისბუქზე" შვილის სახელით დარეგისტრირდა და 12 წლის გოგონას გარყვნილ შეტყობინებებს უგზავნიდა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ი.ბ., დააკავეს.

მას ბრალად ედება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედება. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ., მისი შვილის სახელით დარეგისტრირებული სოციალური ქსელების - „ფეისბუქის“ და „კონტაქტის“ საშუალებით სისტემატიურად უკავშირდებოდა უცხოეთში მცხოვრებ 12 წლის გოგონას და გარყვნილი ხასიათის შემცველ შეტყობინებებს, ვიდეო და ფოტო მასალას უგზავნიდა. დადგენილია ასევე, რომ გოგონასთან სექსუალური ცხოვრების შესახებ მიმოწერას ბრალდებული 2 წლის განმავლობაში აწარმოებდა, რითაც არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას წინასწარი შეცნობით სჩადიოდა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ი.ბ. თბილისში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ტელეფონები და კომპიუტერები, სადაც ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები არის დაფიქსირებული.

გამოძიება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს-მ,  ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი მოჭიდავე დააკავა

"სავარაუდოდ, ვინც მისდევდნენ, დაეწივნენ, სცემეს და გადააგდეს წყალში" - რას ყვება შაქარაშვილის ბიძა "მთავართან" საუბარში

პოლიციამ დააკავა სამი პირი, რომლებმაც ფოთში 43 წლის ვაჟა ტყებუჩავა სასიკვდილოდ სცემეს