ავტორი:

3 ახალი ინფიცირებულიდან 2 აზერბაიჯანის მოქალაქეა, რომლებიც სატვირთოს მძღოლები არიან - ერთი საქართველოს მოქალაქეა

3 ახალი ინფიცირებულიდან 2 აზერბაიჯანის მოქალაქეა, რომლებიც სატვირთოს მძღოლები არიან - ერთი საქართველოს მოქალაქეა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან 2 აზერბაიჯანის მოქალაქეა და ისინი სატვირთო მანქანის მძღოლები არიან, 1 კი საქართველოს მოქალაქეა.

როგორც ბექაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მოქალაქე 20 წლის ბიჭია, რომელიც სავარაუდოდ, ბებიისგან დაინფიცირდა. მისივე განმარტებით, სამივეს მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

"ამ ეტაპისთვის 3 დადებითი პასუხია დაფიქსირებული, აქიდან 2 არის 60-წლამდე ასაკის მამაკაცი, ისინი აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან, სატრანზიტო ავტოსაგზაო საშუალებით მოძრაობდნენ, საზღვარზე დაფიქსირდა მათთან სწრაფი ტესტით დადებითი პასუხი, რის შემდეგაც გადმოიყვანეს ჩვენს კლინიკაში და უკვე ჩვენთან PCR კვლევით დადასტურდა ორივე შემთხვევაში კოვიდი.

ერთი არის 20 წლის მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე, რომელთანაც ასევე დადასტურდა კოვიდი, პაციენტი გადაყვანილია მცხეთის სამედიცინო ცენტრში და იქ გააგრძელებს მკურნალობას. ყველანი არიან საშუალო სიმძიმის. აზერბაიჯანის მოქალაქეებზე ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, ისინი ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში შედიან, მათი სამუშაოდან გამომდინარე, რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს, მისი ბებია ამჟამად მკურნალობს იგივე კლინიკაში, სადაც თვითონ არის გადაყვანილი, ანუ პირველწყარო ბებია იყო, რაც ჩემთვის არის ცნობილი”, - განაცხადა მარეხი ბექაიამ.

ინფორმაცია, 20 ივნისს თბილისის ხელმეორედ ჩაკეტვასთან დაკავშირებით, ტყუილია - მთავრობა

სად შეგიძლიათ იმოგზაუროთ აჭარაში დასვენებისას?!

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის ერთი ექთანია - რა წერია ინფიცირებულ მედპერსონალებზე NCDC-ს ანგარიშში