ავტორი:

ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკი საქართველოშია - ბორჯომ-ხარაგაულის ულამაზესი ბუნება ფოტოებში

ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკი საქართველოშია - ბორჯომ-ხარაგაულის ულამაზესი ბუნება ფოტოებში

15 ივნისიდან, საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა და შესაბამისად, სამთვიანი "დარჩი სახლში"-ს შემდეგ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მონატრებული ადგილების დათვალიერების საშუალება მიეცათ.

პანდემიის პირობებში, ალბათ კიდევ დიდხანს ვერ შევძლებთ საზღვარგარეთ მოგზაურობას და ვერც მილიონობით ტურისტს მივიღებთ საქართველოში, ამიტომ, სწორედ ახლაა იმის დრო, რომ დავათვალიეროთ საკუთარი ქვეყანა, ის რისი ნახვაც აქამდე ვერ შევძელით.

ბევრმა თქვენგანმა შესაძლოა არ იცის, რომ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკი სწორედ საქართველოში მდებარეობს. ეს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკია, რომელიც 1995 წელს დაარსდა და 8 992 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. პარკი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და შიდა ქართლის მხარეების ტერიტორიაზე.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მთავარი სიმდიდრე ტყეა და ის ტერიტორიის 75%-ს მოიცავს. აქ გვხვდება უნიკალური, რელიქტური კოლხური ტყეების ფრაგმენტები, პარკის მეოთხედი სუბალპურ და ალპურ მდელოებს უჭირავს. აქ არის თავმოყრილი წმინდა ნაძვნარების და ფიჭვნარების მასივები, რომლებიც ზღვის დონიდან 1400-1800 მ-ის ფარგლებშია გავრცელებული. ტყის მასივში შეხვდებით აღმოსავლურ ნაძვს, კავკასიურ სოჭსა და ფიჭვს, ქართულ მუხას.

მცირე კავკასიონი, ფოტო - ჰენკ კუიპერსი (Henk Kuipers)

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ხშირია საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი წაბლი, უხრავი, აღმოსავლური მუხა და სხვა.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე აღრიცხულია 64 სახეობის ძუძუმწოვარი, საიდანაც 8 სახეობა საქართველოს წითელს ნუსხაშია შესული. აქ 217 სახეობის გადამფრენი და მობუდარი ფრინველი გვხვდება, მათგან 13 სახეობა საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი. აქ გავრცელებული მნიშვნელოვანი სახეობებია კავკასიური როჭო, რობერტის მემინდვრია...

დაცულ ტერიტორიებზე შენარჩუნებულია იშვიათი თუ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი, საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მსხვილი ძუძუმწოვრების და ფრინველების ისეთი სახეობები და ქვესახეობები, როგორიცაა: კავკასიური კეთილშობილი ირემი, მურა დათვი, ფოცხვერი, კავკასიური არჩვი, გიგანტური მეღამურა, კავკასიური ციყვი, თეთრკუდა არწივი, სვავი, კავკასიური როჭო და სხვ.

ფოტოხაფანგით დაფიქსირებული ფოცხვერი
ფოტოხაფანგით დაფიქსირებული კავკასიური ციყვი
ფოტოხაფანგით დაფიქსირებული კეთილშობილი ირემი
ფოტოხაფანგით დაფიქსირებული მურა დათვი

ევროპის ერთ-ერთ უდიდეს ხელუხლებელ ბუნებას, ყოველდღიურად, 70-ზე მეტი რეინჯერი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად იცავს.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 12 სალაშქრო ტურისტული მარშრუტია, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შესაძლებელია 1-5 დღემდე ლაშქრობის მოწყობა. სალაშქრო მარშრუტების გავლისას ღამისთევა შესაძლებელია სპეციალურად მოწყობილ ტურისტულ თავშესაფრებში ან სპეციალურად გამოყოფილ საკარვე ადგილებზე კარავში. ეროვნული პარკის სალაშქრო მარშრუტებზე წასასვლელად საჭიროა რეგისტრაციის გავლა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტრებში: ბორჯომში ან ხარაგაულში.

იმოგზაურე საქართველოში - "პალიტრა მედია" შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად!

ფოტოები: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის "ფეისბუქის" გვერდი

მთავარ ფოტოზე - პანორამების ბილიკი, ავტორი: მიქაელ ქავთარაძე

ივლისის ფინანსური და სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა პროგნოზებს აკეთებენ ასტროლოგები

როგორ გადაიღო ცნობილმა რუსმა ფოტოგრაფმა დავით ყიფიანის გენიალური კადრი - "5 წლის შემდეგ, იმ დღეს პირველად დადგა მოედანზე ფეხი..."

დღის ფოტო: ბათუმში მილიონ ყვავილს რგავენ