ავტორი:

შეზლონგი ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა იწმინდებოდეს, თუ კოვიდიანმა პირმა დააცემინა, წვეთი დიდხანს რჩება პლასტმასის ზედაპირზე - გამყრელიძე

შეზლონგი ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა იწმინდებოდეს, თუ კოვიდიანმა პირმა დააცემინა, წვეთი დიდხანს რჩება პლასტმასის ზედაპირზე - გამყრელიძე

შეზლონგები ყოველი გამოყენების შემდეგ, სველი წესით უნდა იწმინდებოდეს. სასურველია, ასევე გაუკეთდეს მას ყოველი გამოყენების შემდეგ დეზინფექციაც, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

გამყრელიძე დამსვენებლებსაც ურჩევს, შეზლონგი გამოყენებამდე თავადაც გაწმინდონ.

"თუ კოვიდიანმა პაციენტმა დააცემინა, დაახველა შეზლონგზე, წვეთი პლასტმასის ზედაპირზე საკმაოდ დიდხანს რჩება, ამიტომ რეკომენდირებულია ისინი უნდა გაიწმინდოს და დეზინფექცია გაუკეთდეს, ყოველი გამოყენების წინ.

რაც შეეხება ქვიშიან სანაპიროებს, თუ ინფიცირებული მოქალაქე გადაადგილდება ქვიშაზე, ის არაა საფრთხის შემცვლელი. არც იმ შემთხვევაში, თუ იმავე ადგილზე, სადაც კოვიდიანი მოქალაქე იწვა, 5, 10 და 60 წუთში არავინ დაწვება. არ არის პრობლემა, მზის სხივი სერიოზულად მოქმედებს კოვიდზე," - აღნიშნა გამყრელიძემ.

რას ამბობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩ ზურაბ აბაშიძის მდგომარეობაზე, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აფბა: კერძო კომპანიასა და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შორის მიმდინარე დავამ მოსახლეობის ზურგზე არ უნდა გადაიაროს