ავტორი:

სალომე ზურაბიშვილი ქაჯეთის ციხეს ესტუმრა - ფოტოები "ფეისბუქიდან"

სალომე ზურაბიშვილი ქაჯეთის ციხეს ესტუმრა - ფოტოები "ფეისბუქიდან"

15 ივნისიდან, შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს სტუმრობს და ადგილობრივ ღირშესანიშნაობებს ათვალიერებს. პრეზიდენტი მოგზაურობის ამსახველ ფოტოებსა და ვიდეობს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

"ადგილობრივი ტურიზმი გაიხსნა! ერთად ვიმოგზაუროთ და აღმოვაჩინოთ საქართველოს ნაკლებად ცნობილი ღირსშესანიშნაობები", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი დღეს ციხისძირში, ქაჯეთის (იგივე პეტრას) ციხეს ესტუმრა.

შეგახსენებთ, 15 ივნისიდან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტურისტული მარშრუტების დაგეგმვა ნებადართულია.

სასტუმროებს და ტურისტულ ობიექტებს ვიზიტორების მიღება მკაცრი რეგულაციების დაცვით მოუწევთ. დაჯავშნის სისტემა კი მხოლოდ იმ სასტუმროებში იმუშავებს, რომლებიც რეგისტრაციას და შემოწმებას გაივლიან.

განთავსების ობიექტებზე „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული სტანდარტების დაცვას შრომის ინსპექცია ამოწმებს. მონიტორინგის შედეგად ათეულობით სასტუმრო სამუშაო ნებართვის გარეშე დარჩა.

"თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის!" - ნანუკა ჟორჟოლიანი გრიგოლ ვაშაძის სახელით გავრცელებულ განცხადებაზე

"მის ქველმოქმედებას აქვს ფასი, ეს მისი პირადი სულიერი და ფიზიკური კომფორტია. ეს საფასური მუდმივად ხმოვანდება კობახიძის მიერ" - რას წერს ხუხაშვილი ივანიშვილზე

"ვიღაცისგან წიხლი არ არისო საწყენი" - ამირან გამყრელიძე წყლის ჭავლით დარბევისა და "სამი ფსევდომუშკეტერის" შესახებ ნიკა გვარამიას განცხადებას პასუხობს