ავტორი:

ახმეტელი მოსწავლეები სკოლის ბანკეტისთვის შეგროვილი ფულით ეკლესიას ხატს შესწირავენ

ახმეტელი მოსწავლეები სკოლის ბანკეტისთვის შეგროვილი ფულით ეკლესიას ხატს შესწირავენ

ახმეტის მეორე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა, სკოლის დამამთავრებელი ბანკეტისთვის შეგროვილი თანხა ტაძრისთვის ხატის შესაწირად გადადეს.

აღნიშნულის შესახებ "ტელეკომპანია გურჯაანი" იუწყება.

ბანკეტის გადახდას ბავშვები თელავის ერთ-ერთ რესტორანში გეგმავდნენ, თუმცა გამოსაშვებ საღამოზე უარი თქვეს და გადაწყვიტეს, შეგროვილი თანხა ხატმწერს გადასცენ, რომელიც ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ხატს დაწერს და სკოლის მოსწაავლეები მას ქალაქ ახმეტაში მშენებარე წმინდა ბიძინა ჩოლოყაშვილის და შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების სახელობის ტაძარს შესწირავენ. ტაძრის მშენებლობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს, თუმცა იქ უკვე აღევლინება წირვა-ლოცვა.

აფბა: კერძო კომპანიასა და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შორის მიმდინარე დავამ მოსახლეობის ზურგზე არ უნდა გადაიაროს

გოგა ხაინდრავამ "ტვ პირველის" ჟურნალისტს მეძავი უწოდა

ექიმებს ასისტენტობას რობოტი "პეპერი" გაუწევს - "ის გუშინ ჩამოფრინდა საქართველოში"