ავტორი:

გოგა ხაინდრავამ "ტვ პირველის" ჟურნალისტს მეძავი უწოდა

გოგა ხაინდრავამ "ტვ პირველის" ჟურნალისტს მეძავი უწოდა

კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ "ტვ პირველის" ჟურნალისტს "ბორდელის მეძავი" უწოდა მას შემდეგ, რაც დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა 4 მილიონი ლარის შესახებ, რომელიც "ტვ პირველის" ინფორმაციით, კინორეჟისორს პრემიერის განკარგულებით ჩამოეწერა.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ხაინდრავა "კვირის" პრესკლუბში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებდა. ინციდენტის ამსახველ ვიდეოს MULTIMEDIA.GE ავრცელებს.

"შენ ხარ ბორდელის წარმომადგენელი მეძავი - მე ეს უკვე გითხარი ჩემს სახლთან და ახლა გიმეორებ. შენ ხარ ჩამოყალიბებული პროვოკატორი, როგორც შენი პატრონი მამა-შვილი წერეთლები და როგორც შენი დაწესებულება. ამიტომ, შეგიძლია ადგე და გახვიდე აქედან, მე თქვენთან ლაპარაკს არ ვაპირებ.

გაბრძანდით აქედან და თქვენნაირ მეძავებთან გააგრძელეთ ურთიერთობების გარკვევა. პასუხი გაგეცი? დავამთავრეთ ლაპარაკი და თუ გინდა იჯექი ახლა მანდ" - მიმართა ხაინდრავამ ჟურნალისტს.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, პანდემიის დროს, კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას კომპანიას პრემიერმა გახარიამ სპეციალური განკარგულებით 4 მილიონი ლარი ჩამოაწერა. სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება ხაინდრავას 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დაეფარა, თუმცა პრემიერის განკარგულებით, მას ვალი ჩამოაწერეს.

"თუ უფალი ინებებს, არჩევნები ვადამდეც ჩატარდება, თუ არ ინებებს, რაც არ უნდა წამოწვეთ კარვებსა და ქუჩებში, მაინც არაფერი არ მოხდება" - მეუფე იაკობი

"გამოდის ქალბატონი და ამბობს, ქმარი ცუდად მომეპყრო 10-11 წლის წინო...ატყდა ერთი ამბავი" - მეუფე იაკობი ნინუცა მაყაშვილის სკანდალური ინტერვიუს შესახებ

არსებული ინფორმაციით, გუმათში, მდინარე რიონში მამაკაცი ჩავარდა