ავტორი:

"იმედი" უკრაინულ გამოცემაზე დაყრდნობით სავარაუდოდ, სააკაშვილი-ადეიშვილის სატელეფონო ჩანაწერს ავრცელებს

"იმედი" უკრაინულ გამოცემაზე დაყრდნობით სავარაუდოდ, სააკაშვილი-ადეიშვილის სატელეფონო ჩანაწერს ავრცელებს

ტელეკომპანია "იმედის" ვებ-გვერდი უკრაინულ ინტერნეტ-გამოცემა Obozrevatel-ზე დაყრდნობით ავრცელებს სატელეფონო ჩანაწერს, რომელშიც სავარაუდოდ, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის საუბარი ისმის.

პოლიტიკოსების საუბრის თემა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეა.

გამოცემა Obozrevatel წერს, რომ აღნიშნული ჩანაწერის თანახმად, მტკიცდება რომ სააკაშვილმა და "მთავარის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ იცოდნენ დაგეგმილი მკვლელობის შესახებ და არ აცნობეს საქართველოს ხელისუფლებას, რითაც დიდი ხნის განმავლობაში მალავდნენ საქმის დამკვეთის, ორგანიზატორისა და შემსრულებლის ვინაობას.

VIDEO: სავარაუდოდ, სააკაშვილი-ადეიშვილის სატელეფონო ჩანაწერი, სადაც გაბუნიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე საუბრობენ

ჩანაწერში ისმის სავარაუდოდ, ადეიშვილის ხმა:

"ნიკამ ვერ მოითმინა და ყველაფერი წამოაყრანტალა, უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაყენა - საერთოდ რაში ჭირდებოდა უკრაინის ხსენება? რაღაც კუთხით, ისინი დაგვეხმარნენ ჩვენ. მე არ მესმის, რა საჭირო იყო ქართულ სკანდალებში უკრაინის ჩართვა? ახლა სათქმელი ექნებათ, რომ თითქოს ნიკამ რაღაც იცოდა... როგორც ჩანს იჩქარა, ნერვებმა უმტყუნა... ესენი მიაწვებიან ახლა ამაზე"

ჩანაწერში ისმის სავარაუდოდ, სააკაშვილის ხმა:

"გვარამიამ ყველაფერი ჩააგდო თავიდან ბოლომდე. მასალები ნახა თუ, ეს რატომ მოყვა? ნაბიჭვარი და ავადმყოფია... გაბუნიაც რაღაც არასტაბილური ტიპაჟია, თან მშიშარა".

შეგახსენებთ, ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, 12 ივნისს დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

გვარამიას ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებისთვის უკრაინის სამართალდამცველების მხრიდან გახდა ცნობილი, რომ ბოკოვი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით გეგმავდა.

"რაო გიგა, ყველა შენ დაკრულზე ვერ აცეკვე და ორღობის დედაკაცივით წყევლაზე გადახვედი ამხელა "პოლიტიკოსი კაცი"?! - ელისაშვილი ბოკერიას პასუხობს

"ელისაშვილი უსინდისო ადამიანია" - გიგა ბოკერია

რა ქონებას ფლობს და როგორ მფარველობს ნათესავების ბიზნესებს პარლამენტარი, რომელიც 12 წელია მაჟორიტარი დეპუტატია