ავტორი:

"ჩემი წყაროები არიან სუს-ის და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები" - რა თქვა ნიკა გვარამიამ სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ

"ჩემი წყაროები არიან სუს-ის და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები" - რა თქვა ნიკა გვარამიამ სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ

"მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით მას ორი წყარო ჰყავდა და ორივე "ოცნების" ხელისუფლების მაღალჩინოსანია.

ამის შესახებ გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა ჟურნალისტებს. მისი ინფორმაციით, გამოკითხვაზე, რომელიც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეს უკავშირდებოდა, ძირითადი შეკითხვები სწორედ წყაროსთან დაკავშირებით იყო.

"ჩემი წყარო არის სუს-ის მაღალჩინოსანი. ეს ინფორმაცია მათ მივაწოდე და ასევე, არის მეორე წყარო - „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანი, რომელიც უშიშროების ორგანოებში არ მუშაობს, მაგრამ ფლობს ინფორმაციებს...

ჩემთვის დაცვა არ შემოუთავაზებიათ. გაბუნიას შესთავაზეს დაცვა, ლოგიკური დასკვნაა, რომ საფრთხე ამოწურული არ არის. რაც შეეხება იმას, დათანხმდება თუ არა გაბუნია, ეს მისი გადასაწყვეტია. მე ჩემი პოზიცია მაქვს“, - განაცხადა გვარამიამ.

შეკითხვაზე, თუ რატომ არ ჩათვალა საჭიროდ ინფორმაციის მიღებისთანავე სუს-ისთვის ეცნობებინა, გვარამიამ განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია დაზუსტებული არ იყო.

„როგორ უნდა ჩამეყენებინა? სუს-ს ხომ არ ჩავაყანებდი საქმის კურსში, რომ მისგან ინფორმაცია მაქვს? ეს ასე არ ხდება. ჯერ ერთი, დაზუსტებული ინფორმაცია არ იყო და მართალი გითხრათ, ჩემ მიერ სარწმუნოდ ბოლომდე არც იყო მიღებული. სუს-ის წყაროებიდან ასეთ ინფორმაციებს სხვადასხვა ტიპის დანაშაულებთან დაკავშირებით ვიღებთ ძალიან ბევრს, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მათი გადამოწმებაც და სუს-ს არ ვატყობინებთ, რამდენად მართალია, დაგვიდასტურეთო”, - განაცხადა გვარამიამ.

ჟურნალისტი გიორგი გაბუნია და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დღეს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხნენ. მათი დაკითხვა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება.

"თბილისიდან ჩამოსულები რკინებით იყვნენ შეიარაღებული..." - გიორგი შაქარაშვილის მეგობარი საბედისწერო წვეულების ახალ დეტალებს ყვება

"როცა მანქანამ დაამუხრუჭა, მაგისტრალზე 4 პირი გაიქცა, მათ შორისაა ფოტოგრაფი" - რას ამბობს ადვოკატი საქმის კიდევ ერთ მთავარ მოწმეზე

"გიორგის თავის ქალა აქვს ჩამტვრეული..." - რა დეტალებზე საუბრობს ოჯახის ახლობელი და ვინ დარეკა შემთხვევის ადგილიდან 112-ში