ავტორი:

"ჩვენ არ ველოდებით ბოდიშებს, მაგრამ ვთვლით, რომ ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა" - გავრილოვი 20 ივნისის მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

"ჩვენ არ ველოდებით ბოდიშებს, მაგრამ ვთვლით, რომ ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა" - გავრილოვი 20 ივნისის მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება იპოვის ძალას იმისთვის, რომ რევანშისტების გეგმები საბოლოოდ ჩაშალოს, - ამის შესახებ რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში აცხადებს.

მისივე თქმით, აქცია რუსოფობიური ჯგუფების მიერ იყო ორგანიზებული, რომლებსაც საქართველოში დემოკრატიის განადგურება სურდათ.

"ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება იპოვის ძალას იმისთვის, რომ საბოლოოდ გაანადგუროს რევანშისტი-გადამტრიალებლების გეგმები, რომლებსაც საქართველოში დემოკრატიის განადგურება სურდათ.

ჩვენ არ ველოდებით ბოდიშებს, მაგრამ ვთვლით, რომ ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა. ჩვენი საუკუნოვანი ურთიერთობის დანგრევის მცდელობაში დამნაშავე ბინძურმა პროვოკატორებმა პასუხი აუცილებლად უნდა აგონ," - აცხადებს გავრილოვი.

შეგახსენებთ, 2019 წლის 20 ივნისს საქართველოში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას და მის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას, თბილისში საპროტესტო აქციები მოჰყვა.

პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ.

აქციის მონაწილეების დასაშლელად ჩაერთო სპეცრაზმი, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი. დაშავდა აქციის ათეულობით მონაწილე, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 21 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა.

პირველი ქვეყანა, სადაც კორონავირუსის მეორე ტალღა უკვე დაიწყო

"მადლობა ყველა ქართველს, ვინც ჩვენი გასაჭირი გულთან მიიტანა..." - რას ყვება სომეხი ბიზნესმენი, რომელმაც საქართველოს საელჩოსთან მადლობის ნიშნად, ყვავილები მიიტანა

რუსეთში კორონავირუსის ვაქცინის გამოცდა დაიწყეს