ავტორი:

"სასწაული ხდება აქ, პოლიცია არიგებს პირბადეებს და მერია არიგებს წყალს..." - რას წერს გიგა მაქარაშვილი აქციიდან

"სასწაული ხდება აქ, პოლიცია არიგებს პირბადეებს და მერია არიგებს წყალს..." - რას წერს გიგა მაქარაშვილი აქციიდან

რუსთაველის გამზირზე, 2019 წლის 20 ივნისის გასვლიდან 1 წლის თავზე, სიმბოლური აქცია გაიმართა. აქტივისტებისთვის ტერიტორიაზე სპეციალური სტიკერები იყო გაკრული ასფალტზე, იმისათვის, რომ მათ სოციალური დისტანცირების წესი დაეცვათ.

სტიკერებზე გამოსახულია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელსაც სახეზე ნაბიჯები ახატია. აქციის გამო გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

აქციიდან პოსტს ავრცელებს ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი და წერს, რომ ადგილზე პოლიცია და მერიის თანამშრომლები წყალს და პირბადეებს არიგებენ.

"მოდით ხალხო, სასწაული ხდება აქ, პოლიცია არიგებს პირბადეებს და მერია არიგებს წყალს... ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ" - წერს მაქარაშვილი.

როგორ გამოიყურება სოფო ნიჟარაძე შვილის გაჩენის შემდეგ - ახალი ფოტოები მომღერლის "ინსტაგრამიდან"

"მადლობა მთელ საქართველოს გვერდში დგომისათვის" - რას წერს გიორგი შაქარაშვილის და "ფეისბუქზე"

ჭავჭავაძის გამზირზე მოძრავ მანქანას ხე დაეცა - რა ფოტოებს აქვეყნებს "პარტიზანული მებაღეობა"