ავტორი:

"რთულია ამ წუთას აქ დგომა... ერთი წლის უკან ასე ვიდექი, ზუსტად იგივე ტანსაცმელი მეცვა" - მაკო გომურის ემოციური მიმართვა აქციაზე

"რთულია ამ წუთას აქ დგომა... ერთი წლის უკან ასე ვიდექი, ზუსტად იგივე ტანსაცმელი მეცვა" - მაკო გომურის ემოციური მიმართვა აქციაზე

ერთი წლის უკან ასე ვიდექი, ზუსტად იგივე ტანსაცმელი მეცვა და როგორც ახლა ვქმნი რაიმე საფრთხეს თქვენთვის, სამართალდამცველებისთვის ან იმ შენობისთვის, მაშინაც ასეთ საფრთხეს წარმოვადგენდი, - ამის შესახებ 20 ივნისის ღამეს დაზარალებულმა მაკო გომურმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გამართა.

მისი თქმით, მთავრობის მისამართით ძალიან ბევრი შეკითხვა აქვს, რომელიც დღემდე პასუხგაუცემელია და ამ კითხვების რაოდენობა მატულობს.

"ძალიან რთულია ამ წუთას აქ დგომა და მეგონა, რომ ძალიან ენერგიულად მოვედი დღეს, რომ ბოლომდე ძალიან კარგად შევძლებდი, თუმცა ახლა ვხდები, ძალიან რთული ყოფილა ისევ, 1 წლის შემდეგ აქ დგომა. პირველ რიგში თქვენ მადლობა იმისთვის, რომ ეს საშინელი 1 წელი თქვენთან ერთად გამოვიარე იმიტომ, რომ ყოველთვის გაინტერესებდათ და ყოველთვის დარდობდით, როგორ ვიქნებოდი მე, რა წინსვლა იქნებოდა.

ზუსტად 1 წელი გავიდა 20 ივნისიდან. ერთი წლის უკან ასე ვიდექი, ზუსტად იგივე ტანსაცმელი მეცვა და როგორც ახლა ვქმნი რაიმე საფრთხეს თქვენთვის, სამართალდამცველებისთვის ან იმ შენობისთვის, მაშინაც ასეთ საფრთხეს წარმოვადგენდი, თუმცა როგორც ჩანს, ეს არ იყო საკმარისი ერთ-ერთი სამართალდამცველისთვის და მესროლა. მესროლა და გაჩნდა შეკითხვა - რატომ? ეს ის შეკითხვაა, რომელზეც 1 წლის განმავლობაში პასუხი ვერ მივიღე, არადა რეალობა ხომ მარტივია, უნდა მივიღო საკუთარი წილი სამართალი, თუმცა სხვა რეალობაც გვაქვს, რომელიც არის ჩემ წინ პარლამენტის შენობაში, რომლებიც ყოველ წამს ცდილობენ, რომ თავიანთი „ტრიუკებით", თვიანთი რეპლიკებით ჩვენი სახელი გააფუჭონ საზოგადოებაში.

იმის თქმასაც ბედავენ, რომ აღარ ახსოვთ, რა მოხდა 20 ივნისს და ჩვენი თვალები არის მეორეხარისხოვანი და პირველხარისხოვანი იყო ის, რომ მათ შტურმი აარიდეს პარლამენტს. კითხვა მიჩნდება - ჩემი თვალის ამოთხრით, გიორგის თვალის ამოთხრით, დათოს თვალის ამოთხრით და უამრავი თვალებით რომელი შტურმი აარიდეს პარლამენტს? რას უშლიდათ იქ ჩვენი დგომა? ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი? უამრავი კითხვაა, რაზეც პასუხები არ მაქვს და ეს კითხვები უფრო და უფრო მატულობს, თუმცა იმედი მაქვს, რომ თქვენთან ერთად ბრძოლით და თქვენი ანთებული გულებით ზუსტად შევძლებ ამ ბრძოლის ბოლომდე მიყვანას და ამბრძოლაში მე ვიქნები გამარჯვებული... ძალიან მიყვარხართ ყველა და ერთი გვახსოვდეს ყველას, არასდროს არ შევეგუებით საქართველოში იმ ქვეყნის ბატონობას, რომელიც დღემდე გვართმევს ტერიტორიებს და დღესაც გვპარავს ადამიანებს“, - განაცხადა გომურმა.

ცნობისთვის, 2019 წლის 20 ივნისიდან 1 წლის თავზე პარლამენტთან საპროტესტო აქცია - "ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ" მიმდინარეობს.

"საუკეთესო სპორტსმენი, საუკეთესო შვილი... გამოვრიცხავ, დაპირისპირებაში მონაწილეობა მიეღო" - "საბურთალოს" პრეზიდენტი 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - ოპოზიციის გეგმები; მზადება არჩევნებისთვის; ხელისუფლების პოზიცია

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"