ავტორი:

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა საქართველოში და 9 მლნ-ზე მეტი ინფიცირებული მსოფლიოში - უახლესი მონაცემები

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა საქართველოში და 9 მლნ-ზე მეტი ინფიცირებული მსოფლიოში - უახლესი მონაცემები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 908 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 6-ით გაიზარდა და 761 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 269 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ამასთან, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კოვიდ 19-სგან დაღუპულთა რაოდენობამ 470 703-ს მიაღწია, ვირუსისგან კი დღემდე 4 838 359 ადამიანი განიკურნა.

დაინფიცირებულებისა და დაღუპულების რაოდენობით აშშ და ბრაზილია ლიდერობენ. აშშ-ში კორონავირუსის 2 356 657 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 122 247 ადამიანი. დაინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა ბრაზილიაში, სადაც კოვიდ 19-ს 50 659 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გუშინ განაცხადა, რომ მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 183 000 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 60%-ზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში დაფიქსირდა.

"ძალიან მომრავლდა ამ ტიპის ჩივილები... რატომ გვაყენებთ ასეთ მდგომარეობაში?" - რაზე უსაყვედურა რომან კაკულიამ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს

დიდუბის ბაზარში მოვაჭრე COVID-19-ით ინფიცირებული 63 წლის ქალის სიძეს კორონავირუსის დაუდასტურდა

დასაქმება სტუდენტობის პირველივე დღიდან, მორიგი წარმატებული პროექტი BTU-ს კარიერული ცენტრისგან