ავტორი:

4-დღიანი ძებნის შემდეგ, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი იპოვეს

4-დღიანი ძებნის შემდეგ, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი იპოვეს

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

"ამ ხნის განმავლობაში საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო, 70 მეხანძრე-მაშველი, 7 ნავი და ორი სპეციალური კატერი, რომელიც ახორციელებდა ფსკერის სკანირებას. შეუჩერებლად ფუნქციონირებდა საველე შტაბი, საიდანაც ხდებოდა საძიებო ოპერაციის მართვა.

ადგილზე მობილიზებული იყო ყველა საჭირო სპეც-ტექნიკა, მათ შორის თერმული დრონები, რომლებიც ახორცილებდნენ ტერიტორიის მონიტორინგს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსი თემურ მონიავა არ აკონკრეტებს, აღენიშნება თუ არა რაიმე დაზიანება 19 წლის ბიჭის ცხედარს და აცხადებს, რომ აღნიშნულს შესაბამისი უწყებები გამოძიებით დაადგენენ.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. ცნობილია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი წვეულებაზე მცხეთაში იმყოფებოდა, სადაც ჩხუბი მოხდა. იმ ღამის შემდეგ იკარგება შაქარაშვილის კვალი.

როგორც გიორგი შაქარაშვილის ბიძამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქმეში მონაწილე პირების ძირითადი ნაწილი უკვე დაკითხულია.

პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 20 ივნისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზაჰესის დამბის გახსნისა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვის შესახებ, რამაც გამოიწვია მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევა.

შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, თუმცა, სავარაუდოდ, მუხლი გადაკვალიფიცირდება.

თელავი-შუამთას გზაზე ავარიის შედეგად სატვირთო ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულები

სოფელ პატარა ფოთთან ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კორონავირუსი დაფიქსირდა - ინფიცირებული აბიტურიენტია, რომელმაც გამოცდა 7 ივლისს ჩააბარა