ავტორი:

გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები - აგარაკზე საქმის გასარჩევად თბილისიდან სპორტსმენები გამოიძახეს?

გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები - აგარაკზე საქმის გასარჩევად თბილისიდან სპორტსმენები გამოიძახეს?

შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის დეტალებს არკვევს, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. როგორც შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, გამოძიება არაერთ ვერსიას განიხილავს და შექმნილია სხვადასხვა სპეციალიზაციის გამომძიებლების შემადგენლობით საგამოძიებო ჯგუფი. დაახლოებით 50 მოწმეა გამოკითხული, ჩატარებულია ათეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის - საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა, ამოღებულია კონფლიქტში მონაწილე და შემსწრე პირთა ტანსაცმელი, ავტომანქანები, მობილური ტელეფონები, აღებულია კვლევის ნიმუშები, დანიშნულია ექსპერტიზები, გამოთხოვილია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

ოფიციალური ინფორმაციით, ნაქირავებ სახლში მოხდა ცალკეულ პირთა შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. მოგვიანებით კი კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს, რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა.

ამ წუთებში "ტოიოტა ქამრის" მძღოლი და ის პირები იკითხებიან, ვისაც იმ საბედისწერო დღეს გიორგი შაქარაშვილი გაექცა, ხოლო მისი მეგობარი გურამ (გუკა) ამირხანაშვილი ჩაისვეს მანქანაში. როგორც ჩანს, გამოძიებას მათთან შეკითხვები აქვთ და არ არის გამორიცხული მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც კი აღიძრას. მათი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ ეს პირები ამჟამად მოწმის სტატუსით იკითხებიან.

ალექსანდრე კობაიძე:

- მცხეთის პოლიციის შენობაში ვართ, ორი მოწმე გამოკითხვაზე ხელმეორედ დაიბარეს. აღნიშნული პირები შავი ფერის "ტოიოტა ქამრის" მძღოლი და მგზავრი არიან, რომლებიც სათვალთვალო კამერამ ნატახტრის ტერიტორიაზე დააფიქსირა. სწორედ აღნიშნულმა მანქანამ დატოვა ერთ-ერთ მეტროსადგურთან ე.წ. ოქროს მოწმე. აღნიშნულმა მოწმემ თავიდან თქვა, რომ არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა, ძალადობა არ ყოფილა, შემდეგ კი თქვა, რომ მასზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.

ჩემი შეფასებით, ხელმეორედ გამოკითხვაზე ამის გამო დაგვიბარეს, ჩვენ მზად ვართ, მათ კითხვებს ვუპასუხოთ. ე.წ. ოქროს მოწმე ნატახტრის ტერიტორიიდან წამოიყვანეს, გარდაცვლილი მათ არ უნახავთ, ვინაიდან, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები მომხდარი ფაქტის - ჩხუბის შემდეგ, დაგვიანებით მივიდნენ. მანქანით გადაადგილებისას, დაინახეს, რომ 4 ადამიანი გადაადგილდებოდა ფეხით და გაუჩერეს. მათგან 3 ადამიანი, მათ შორის, გარდაცვლილი გაიქცა. ე.წ. ოქროს მოწმე დარჩა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებმა ჩაისვეს მანქანაში. ეს მოწმე ამბობს, ისინი მინდოდა გადამერჩინა და იმიტომ დავრჩიო.

- თქვენი დასაცავები სპეციალურად ჩავიდნენ მცხეთაში საქმის გასარჩევად? ადასტურებთ რომ მათ მეგობარმა დახმარება სთხოვა?

- დიახ ვადასტურებ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები თბილისიდან სპეციალურად ჩავიდნენ, გადაადგილდებოდნენ "ტოიოტა ქამრით", ვერ მიუსწრეს მოჩხუბრებს, ვიდრე ჩავიდნენ, კონფლიქტი დასრულდა. გზაზე შეხვდნენ ცხონებული და მისი სამი მეგობარი, ამათ მანქანა რომ გააჩერეს, სამი გაიქცა გაურკვეველი მიმართულებით წაიკითხეთ ვრცლად

ერთ-ერთი მოწმის მამა - "ჩემი შვილი და გიგა ტატიაშვილი წვეულებაზე ერთად იყვნენ, ჩხუბს გამოერიდნენ, თუმცა მეგობრების დასახმარებლად უკან დაბრუნდნენ"

"წუხელ მათ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, მათზე ხორციელდება ზეწოლა" - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხული ორი პირის ადვოკატი

"ვიცი, რომ კლასელის დაბადების დღეზე იყო..." - რას ამბობენ ფედერაციის პრეზიდენტი და მწვრთნელი ძიუდოისტზე, რომელიც 19 წლის ფეხბურთელის საქმეში ფიგურირებს