ავტორი:

ორი წლის შემდეგ დაკავებული დამნაშავე - პოლიციელს, რომელმაც ავარიით 20 წლის ქეთი მითაგვარიას სიცოცხლე იმსხვერპლა, პატიმრობა შეეფარდა

ორი წლის შემდეგ დაკავებული დამნაშავე - პოლიციელს, რომელმაც ავარიით 20 წლის ქეთი მითაგვარიას სიცოცხლე იმსხვერპლა, პატიმრობა შეეფარდა

2018 წლის 8 ივლის თბილისში, კიკვიძის პარკთან მომხდარი შემზარავი ავარიის საქმეზე პოლიციის თანამშრომელი დააკავეს. 12 წლის და 20 წლის დები მითაგვარიები კიკვიძის პარკის მიმართულებით გზაზე გადადიოდნენ, რა დროსაც მათ მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი შეეჯახა.

დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ გოგონები საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ტაქსის საბურავებში აღმოჩნდნენ. ავტომობილის მძღოლი, რომელიც მითაგვარიებს დაეჯახა, პოლიციელი აღმოჩნდა. იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მხოლოდ სამი დღის შემდეგ საკუთარი ნებით გამოცხადდა პოლიციაში.

ორწლიანი გამოძიების შემდეგ შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივს, ა. ი-ს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა რამდენიმე დღის წინ შეეფარდა. მითაგვარიების ოჯახის ინეტერესებს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი" იცავს.

ქეთი მითაგვარია

ადვოკატი ეკა ქობესაშვილი AMBEBI.GE -სთან ტრაგედიის დეტალებს იხსენებს:

"დები კიკვიძის პარკში აპირებდნენ შესვლას. ამ დროს მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გამოვარდა და დაეჯახა ბავშებს, ორივე საპირისპირო მხარეს ისროლა და იმავე მხრიდან მომავალ ტაქსის შეუცვივდნენ საბურავებში. ტაქსის მძღოლს რომ არ ემარჯვა, როგორც თვითმხილველები ყვებოდნენ, ვერც მეორე და გადარჩებოდა. ტაქსის მძღოლმა დროულად დაამუხრუჭა, რადგან იგი შესაბამისი სიჩქარით მოძრაობდა.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს პოლიციელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უფროსი და საავადმყოფოში გადაყვანიდან ორ დღეში გარდაიცვალა, ხოლო უმცროსი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე რეაბილიტირებული. რადგან დამნაშავე პოლიციის თანამშრომელი იყო, მაშინვე აამოქმედა სტრატეგია და ცდილობდა ისე წაეყვანა გამოძიების მიმართულება, რომ ტაქსის მძღოლისთვის დაებრალებინა ყველაფერი, მაგრამ თვითმხილველებმა იმარჯვეს, დაუდგნენ გვერდით ამ მძღოლს და სხვა გზა რომ არ დარჩა, შემდეგ აღიარა დანაშაული. როგორც ჩანს, იმიტომ მიიმალა, რომ ნასვამ მდგომარეობაში იყო და არ უნდოდა კიდევ უფრო დამძიმებოდა ბრალი. სამი დღის შემდეგ თავისი ფეხით მივიდა პოლიციაში და თქვა, იმიტომ დავიმალე, რომ შემეშინდაო" - გვიყვება ადვოკატი.

ეკა ქობესაშვილის თქმით, გამოძიების პროცესი დროში გაჭიანურდა, რაც უფლებადმცველის აზრით, სამხარაულის ექპერტიზის ეროვნული ბიუროს არაეფექტურმა მუშაობამ განაპირობა.

"მიუხედავად იმისა, რომ იგი პოტენციური დამნაშავე იყო, სამსახურებრივი უფლებამოსილება არ შეწყვეტია. ვის რაში სჭირდება ისეთი პოლიციელი, რომელიც განსაცდელში მიატოვებს მოქალაქეს და თავისი საქციელის შეეშინდება?! მთელი ორი წელი ის მუშაობდა სისტემაში, მეტიც - დააწინაურეს კიდეც. უცნაურად გაჭიანურდა დროში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა.

ორი წელი ძალიან არარეალურად დიდი დროა თუნდაც იმ კომპლექსური ექსპერტიზისთვის, რაც ჩატარდა. ველოდებით, რომ საბოლოოდ პატიმრობას მიუსჯიან. სადაც ორი წლის შემდეგ დააკავეს და აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს, განაჩენიც პატიმრობა იქნება" - ამბობს ქობესაშვილი.

"ვიცი, რომ კლასელის დაბადების დღეზე იყო..." - რას ამბობენ ფედერაციის პრეზიდენტი და მწვრთნელი ძიუდოისტზე, რომელიც 19 წლის ფეხბურთელის საქმეში ფიგურირებს

"ბოლო მანქანის მისვლამდე გიორგი იქ აღარ იყო" - მორაგბეების ადვოკატი შაქარაშვილის საქმის ახალ დეტალებზე

ვინ არის გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი სპორტსმენი? - "კურიერი" ახალ დეტალებზე