ავტორი:

"არა მხოლოდ ხუთი საუკუნის შემდეგ დამაფასებენ, ახლაც მაფასებენ ქართველები" - მიხეილ სააკაშვილის პასუხები პირად საკითხებზე

"არა მხოლოდ ხუთი საუკუნის შემდეგ დამაფასებენ, ახლაც მაფასებენ ქართველები" - მიხეილ სააკაშვილის პასუხები პირად საკითხებზე

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ უკრაინელ ტელეწამყვანთან დმიტრი გორდონთან სტუმრობისას უამრავ შეკითხვას გასცა პასუხი, მათ შორის ისაუბრა სტალინზე, პუტინზე, მსოფლიო ლიდერებზე, აშშ-ს პრეზიდენტებსა და ქართველ ხალხზე.

გორდონი ინტერვიუში პირად საკითხებსაც შეეხო და დაინტერესდა, რამდენი დაიკლო წონაში პოლიტიკოსმა:

"ახლა ზაფხულია და ისევ დავკავდი სპორტით, ბოლო კვირებში ახალი ენერგია მომემატა. წონას მუდმივად ვებრძვი..." - აღნიშნა სააკაშვილმა.

ამის შემდეგ კი კიევთან მდებარე სახლზეც ისაუბრა. წამყვანი დაინტერესდა, რატომ ააშენა ექს-პრეზიდენტმა "ძალიან პატარა, ერთსართულიანი სახლი და არა დიდი":

"მაზოხისტი არ ვარ, ვიცი როგორია კარგი ცხოვრება - ამისთვის საჭიროა ბევრი ფული. ახლა, როცა თანამდებობაზე მნიშნავდნენ, ყველა რაკურსიდან მიღებდნენ და გადაიღეს ჩემი მეზობლის სამსართულიანი სახლი. ეს არ არის მთავარი ცხოვრებაში. დედაჩემი ისევ მოკრძალებულ საბჭოთა ბინაში ცხოვრობს, სადაც სულ ცხოვრობდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან წარმატებულია. სანდრა და ჩემი შვილი ისევ იქ ცხოვრობენ, სადაც პრეზიდენტობამდე ვცხოვრობდი.

კი ბატონო, ძალიან მიყვარს პირველი კლასით ფრენა, მაგრამ არ გამოდის. მიყვარს კარგი ცხოვრება, მაგრამ მის გარეშეც შემიძლია. ასეთია ცხოვრება" - აღნიშნა სააკაშვილმა.

გორდონის შეკითხვაზე, მაშინ როცა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა აქცია აღმავალი ეკონომიკის ქვეყნად, რატომ არ დააფასეს ის ქართველებმა, სააკაშვილმა უპასუხა:

"ასე ვერ ვიტყოდი, რაღაც მომენტში ისინი დაიღალნენ და ახლა ისევ დამაფასეს - საქართველოდან სიყვარულს ვგრძნობ, ვგრძნობ რომ, არამხოლოდ სამი ან ხუთი საუკუნის შემდეგ დამაფასებენ, არამედ ახლაც მაფასებენ ქართველები. დავით აღმაშენებელს, საქართველოს ყველაზე დიდ მეფეს, რომელსაც რა თქმა უნდა არ ვედრები, 5 საუკუნე არც მოიხსენიებდნენ, არადა, რეალურად მან შექმნა ქართული სახელმწიფო, თუმცა ხალხმა დაიმახსოვრა ისე, რომ დროდადრო სასტიკი იყო, არა როგორც სტალინი ან კალიგულა, მაგრამ იყო სასტიკი. მასთან შედარებით მე არავინ ვარ, ამიტომ მგონია, რომ უფრო მალე გამიხსენებენ კარგად, ვიდრე დავით აღმაშენებელს.

საერთოდაც, ასეა მზად უნდა იყო, როცა მიდიხარ დოგმების წინააღმდეგ, ეს არის მენტალური რევოლუცია, შენ მიგყავს ხალხი პროგრესისკენ, გადაგყავს მეორე ნაპირზე და ისინი ფიქრობენ, რომ მათზე ძალადობა განხორციელდა. ჩვენს შემთხვევაში ამას დაემატა რუსული პროპაგანდაც.

...მე აღარ ვისწრაფვი კაბინეტისკენ. ჩემი კაბინეტი ახლა ზელენსკის ოფისის თავზეა და იქ მხოლოდ ერთხელ ვიყავი, რომ მენახა სადაა, ბოლოს უკვე ალერგია მქონდა კაბინეტზე. რაც შეეხება ჩემს როლს საქართველოსა და უკრაინაში, ვნახოთ. დავაკვირდები პროცესებს, არ ვაპირებ უკანა სავარძელზე ჯდომას, მიყვარს საჭესთან ყოფნა - "ფორმულას" საჭესთან, შტურვალის მართვა და ა.შ. დანარჩენი კი ვნახოთ როგორ იქნება" - ასე უპასუხა სააკაშვილმა წამყვანის კითხვას, დაბრუნდება თუ არა ისევ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე.

პრემიერი გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეხმაურება

LIVE "ნიუსრუმიდან" - ეკა ბესელია

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - ბრალდებები ამერიკიდან; ოპოზიციის გეგმები; ხელისუფლების პოზიცია