ავტორი:

ძაღლი "კუპატა", რომელიც ბავშვებს გზაზე გადასვლაში ეხმარება, ბათუმში შენობის კედელზე დახატეს - ნახეთ ფოტოები

ძაღლი "კუპატა", რომელიც ბავშვებს გზაზე გადასვლაში ეხმარება, ბათუმში შენობის კედელზე დახატეს - ნახეთ ფოტოები

ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ შენობაზე მხატვრები ცნობილ ძაღლს, სახელად კუპატას ხატავენ. სამხატვრო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ შენობა, რომელზეც ძაღლს ხატავენ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სწორედ ამის გამო, ყოველივეს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა.

ბათუმელების ნაწილი აცხადებს, რომ კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლზე რაიმე სახის ნახატის. ან ბანერის განთავსება დაუშვებელია.მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ კუპატას ნახატით აღფრთოვანებული არიან და ეს გადაწყვეტილება მოეწონათ.

ბათუმელებმა გაიხსენეს ის კადრები, რომლებზეც ჩანდა, თუ როგორ ეხმარებოდა კუპატა მოსწავლეებისა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ზებრაზე გადასვლისას.

ძაღლი მელიქიშვილის და აბაშიძის ქუჩების კვეთაში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ცხოვრობს.

მას შემდეგ, რაც პოპულარული გახდა, კუპატასთვის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სახლი შეიძინეს. ის დღემდე მელიქიშვილის ქუჩაზე იმყოფება, პატარებს ზებრაზე გადასვლაში ეხმარება და ურჩ მძღოლებს უყეფს.

პრაქტიკული რჩევები, რომლებიც პიკნიკის დაგეგმვისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

ჩინეთის ელჩის ლი იენის ინტერვიუ

როგორები იქნებოდნენ პოპულარული ადამიანები საპირისპირო სქესი რომ ჰქონდეთ - სახალისო ფოტოები სოციალური ქსელებიდან