ავტორი:

"ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი" - თბილისის მერია "ფეიკ ნიუსების" წინააღმდეგ კამპანიას იწყებს

"ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი" - თბილისის მერია "ფეიკ ნიუსების" წინააღმდეგ კამპანიას იწყებს

ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი და ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ჩართვისას განაცხადა.

კალაძის განცხადებით, არჩევნები ახლოვდება და კონკრეტული პოლიტიკოსები და მედია ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რის შესაძლებლობაც მათ არ მიეცემათ.

მერის თქმით, 25 ივნისს, 22:00 საათზე მოსახლეობა მიიღებს სწორ ინფორმაციას სიცრუეზე, რომელიც პირადად მისი და მუნიციპალიტეტის მისამართით ისმის.

"თითოეულ „ფეიკ“ ბრალდებას, რაც არ უნდა სისულელე იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, ყოველთვის გავცემთ არგუმენტირებულ და რაციონალურ პასუხს. ვალდებულები ვართ, ხელი შევუშალოთ სიცრუის პროპაგანდას და მის დანერგვას ჩვენს მედიასივრცეში.

ხვალ 22:00 საათზე გვექნება პირველი ვიდეო ჩართვა, სადაც მივაწვდით სრულ ინფორმაციას მოსახლეობას და ასევე ვაჩვენებთ, თუ როგორ ცდილობს კონკრეტული მედიასაშუალებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

არჩევნები ახლოვდება და კონკრეტული პოლიტიკოსები, თუ მათი ტელევიზიები ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, რაშიც ჩვენ ხელს შევუშლით და ამის შესაძლებლობას მათ არ მივცემთ. ასე, რომ გვიყურეთ ხვალ 22:00საათზე იმისათვის, რომ გქონდეს სწორი ინფორმაცია ყველა იმ სიცრუეზე და სიბინძურეზე, რაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის და პირადად ჩემი მისამართით ისმის. ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი და ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძის განცხადებით, მერია ხვალიდან დეზინფორმაციის გავრცელების და „ფეიქ ნიუსების“ წინააღმდეგ ახალ პროექტს იწყებს.

მისივე თქმით, დეზინფორმაციის გავრცელება დიდი პრობლემაა, რომელსაც ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ ომი გამოუცხადა.

„ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური და მასშტაბური გახდა მსოფლიოში „ფეიქ ნიუსებთან“ ბრძოლა. ვინც თვალს ადევნებთ ინფორმაციას, იცით რომ ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ ომი გამოუცხადა დეზინფორმაციას, რადგან ტყუილის გავრცელება და პროპაგანდა დაბალი ხარისხის დემოკრატიის ქვეყნებისთვის ერთ-ერთი იარაღი გახდა პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიზნების მისაღწევად. სამწუხაროა, რომ ჩვენმა დესტრუქციულმა ოპოზიციამ სწორედ დეზინფორმაციის გზით გადაწყვიტა ადგილის დამკვიდრება და ყურადღების მიქცევა, რაშიც ისინი აქტიურად იყენებენ საკუთარ ტელევიზიებს. ისმის კითხვა, რა დავუპირისპიროთ ცრუ „მთავარს“, თუ ტყუილში „პირველებს“, თუ მათთან ასოცირებულ „ფეიკნიუსების“ გამავრცელებლებს. რასაკვირველია, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტები, სიმართლე და სწორი ინფორმაციის მიწოდება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. დედაქალაქის მერიამ ამ თითქმის სამი წლის მანძილზე ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ინფრასტრუქტურული , სოციალური, კულტურული მიმართულებით. ჩვენ ვთქვით, რომ მერიის უწყების საჯაროობა, მუშაობის პროცესის თვალის დევნება, თანამონაწილეობა და ჩართულობა ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობისთვის საკმარისია, რათა არ მოექცნენ დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ”, - განაცხადა კალაძემ.

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - რუსეთი ოკუპანტია!; მზადება არჩევნებისთვის

LIVE - "საღამოს ნიუსრუმი" დღის მნიშვნელოვანი ამბებით

"ჩვენ ვართ ძალიან თავმდაბალი მთავრობა, ბევრ რამეს ვაკეთებთ, რომელიც არც ხმაურდება" - ნათია თურნავა