ავტორი:

"ეს ოქროს ბიჭი დავკარგეთ ჩვენ" - საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" გიორგი შაქარაშვილის ვიდეო კადრებს ავრცელებს

"ეს ოქროს ბიჭი დავკარგეთ ჩვენ" - საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" გიორგი შაქარაშვილის ვიდეო კადრებს ავრცელებს

საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის თამაშების ვიდეოკოლაჟს აქვეყნებს.

"ეს ოქროს ბიჭი დავკარგეთ ჩვენ, დაკარგა ფეხბურთმა, დაკარგა ქვეყანამ! მუდამ ჩვენს გულებში იქნები შაქარ", - ნათქვამია ვიდეოს აღწერაში.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართეს. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მყვინთავებმა მისი ცხედარი წყალში იპოვეს.

გიორგი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა. ამ დრომდე უცნობია, თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა 19 წლის ახალგაზრდა და რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

შაქარაშვილი საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" ფეხბურთელი იყო.

ემოციური დამშვიდობება მაშველი ძაღლებთან - "ფანი, ჯესი, ბელა, სალი, ბინგო და რეი სამასხურეობრივ მოვალეობას აღარ შეასრულებენ"

საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - stopcov.ge-ს განახლებული მონაცემები

გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომლის მეუღლე და შვილები ქვიშხეთთან ავარიის დროს დაიღუპნენ