ავტორი:

"მადლობა მთელ საქართველოს გვერდში დგომისათვის" - რას წერს გიორგი შაქარაშვილის და "ფეისბუქზე"

"მადლობა მთელ საქართველოს გვერდში დგომისათვის" - რას წერს გიორგი შაქარაშვილის და "ფეისბუქზე"

გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის და გვერდში დგომისთვის საზოგადოებას მადლობას უხდის. ამის შესახებ პოსტს ანი შაქარაშვილი "ფეისბუქზე" ავრცელებს.

"მადლობა მთელ საქართველოს გვერდში დგომისათვის" - წერს ანი შაქარაშვილი.

19 წლის ფეხბურთელი დღეს ვარკეთილის სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე ის ვაზისუბნის ეკლესიაში იყო დასვენებული.

შეგახსენებთ, რომ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში 22 ივნისს იპოვეს. 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება ძალადობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით აქვს დაწყებული.

მცხეთის პოლიციის განყოფილებაში ყოველდღიურად მიმდინარეობს მოწმეების დაკითხვა.

ქეთა თოფურია ახალშობილი ვაჟის პირველ ფოტოს "ინსტაგრამზე" აქვეყნებს - რა დაარქვეს პატარას?

"გარდაიცვალა ძალიან ტრაგიკულად და მოულოდნელად - საკუთარი შვილის დაბადების დღეს..." - რას წერს გიორგი კეკელიძე

როგორ ეხმაურებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ქართველები "ფეისბუქზე" - "მოვიგეთ... ამით რუსეთს მოვუგეთ ომი"