ავტორი:

კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020" მეორე ტური დაიწყო

კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020" მეორე ტური დაიწყო

ლიტერატურული კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ის" მეორე ტური დაიწყო. 16 ფინალისტიდან 3 გამარჯვებულს კომპეტენტური ჟიური და ხალხი გამოავლენს. საბოლოო გამარჯვებულები 10 ივლისს დასახელდებიან.

მეორე ტურის ფარგლებში, ხმის მიცემა 25 ივნისს დაიწყო და 9 ივლისის ჩათვლით გასტანს.

ფინალისტთა ნაწარმოებების გაცნობა და ხმის მიცემა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

https://www.palitral.ge/konkursi.html

ვებგვერდზე ხმის მიცემა ორივე ტურში ხორციელდება მობილური ტელეფონის ნომრის მეშვეობით.

ხმის მისაცემად მომხმარებელმა შესაბამის ველში უნდა შეიყვანოს თავისი ტელეფონის ნომერი და დააჭიროს ღილაკს "SMS კოდის მიღება". მაქსიმუმ ერთ წუთში მომხმარებელი მიიღებს SMS კოდს, რომელსაც ხმის მიცემისთვის ჩაწერს ველში SMS კოდი.

ტელეფონის ერთი ნომრიდან შესაძლებელია ერთ ნაწარმოებს მისცეთ ხმა მხოლოდ ერთხელ.

ტელეფონის ერთი ნომრიდან შესაძლებელია ხმა მისცეთ ნებისმიერი რაოდენობის ნაწარმოებს.

ხმის მიცემის პროცედურა უფასოა.

"კონკურსი უკვე მეოთხე წელია ტარდება და წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, საზოგადოების მაღალი ჩართულობით მიმდინარეობს. კონკურსმა დაწყებიდან დღემდე ბევრი საინტერესო ავტორი აღმოაჩინა, პროექტის ფარგლებში გამოცემული არაერთი წიგნი კი ნამდვილი ბესტსელერი გახდა. სწორედ პროექტ "გახდი ბესტსელერის ავტორის" დამსახურებით დამკვიდრდა ქართული წიგნის ბაზარზე ტენდენცია, რომ წიგნების ტოპ ათეულში ძირითად პოზიციებს ქართველი ავტორები ინარჩუნებენ, კერძოდ კი, სწორედ ამ კონკურსის გამარჯვებულები. რამდენიმე მათგანის წიგნი სხვადასხვა ენაზე ითარგმნა და უცხოეთში გაიყიდა, მოიპოვა არაერთი ლიტერატურული ჯილდო.

დღესდღეობით, ეს არის ერთადერთი კონკურსი საქართველოში, რომლის მიზანი ახალგაზრდა, ნიჭიერი მწერლების პოვნა და მათი მკითხველისთვის გაცნობაა", - მარიამ აბდუშელიშვილი, გამომცემლობა "პალიტრა L-ის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

ტოპ 5 საზაფხულო საკითხავი თინეიჯერებისთვის

აქციე მაკულატურა წიგნებად - 1 კგ მაკულატურას 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაცვლით

მიეფიცხე წიგნებს - 10 წიგნი, რომელიც ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ