შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატი - "დაკითხვისას მასზე განხორციელდა ზეწოლა... მოხვდა თავში და ზურგში"

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატი - "დაკითხვისას მასზე განხორციელდა ზეწოლა... მოხვდა თავში და ზურგში"

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატის გიორგი გელხაურის განცხადებით, მცხეთის რაიონულ განყოფილებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამოკითხვისას, მასზე განხორციელდა პოლიციელების მხრიდან როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად ზეწოლა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ფაქტს, არასრულწლოვანის მშობელიც ესწრებოდა და მას ამის დადასტურებაც შეუძლია.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან დანაშაულის ორგანიზებას, მონაწილეობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას.

„ვინახულე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რა თქმა უნდა, ის თავს არ ცნობს არანაირი ქმედებაში დამნაშავედ, ბრალის წარდგენის ვადა არის 48 საათი, როდის წარედგინება ბრალი ნამდვილად არ ვიცით.

ის დაკავებულია, სსკ-ის 225-ე მუხლითა და 143-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულით, ედავებიან მონაწილეობას და ასევე ორგანიზებას. მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, არცერთ ჩხუბში და არცერთ ძალდობაში. როცა ამბობენ პირველი ჩხუბი და მეორე ჩხუბი, მას არ მიუღია არცერთ ჩხუბში მონაწილეობა და ასევე მას არავინ არ გაუტაცია.

მას ედავებიან თავისუფების უკანონო აღკვეთას და ასევე, გეტყვით, რომ არც იმ „ტოიოტას" მძღოლების მიერ არ მომხდარა იმ მოწმის, ამირხანაშვილის გატაცება, რომელსაც ოქროს მოწმედ აფასებენ. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი ამირხანაშვილი ჩვენებაში ადასტურებს, რომ მის მიმართ რაიმე სახის იძულებას ადგილი არ ჰქონია," - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, საქმეში ასევე არის სათვალთვალო ვიდეოკამერით გადაღებული, სადაც ასევე ჩანან "ტოიოტა კამრის" მგზავრები.

"ამ კადრებში ჩანს, რომ მათ შორის, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჰქონია ნივთი ხელში, მე საქმის მასალებს არ ვიცნობ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ჩვენებაც კი არ ვიცი რა ჩვენება აქვს მიცემული გამოძიებისთვის. სამწუხაროდ, როგორც ის ამბობს, ჩვენების მიცემის დროს მასზე განხორციელდა ზეწოლა, პოლიციელების და პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური ზეწოლა. ის არის არასრულწლოვანი და იგი გამოკითხული არის მშობელთან ერთად, თუმცა, არ ესწრებოდა ადვოკატი ამ გამოკითხვას.

მასზე განხორციელდა როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლა. როგორც თვითონ ამბობს, მას მოხვდა თავში და ზურგში. ამ ფაქტს მშობელიც ესწრებოდა. მცხეთის რაიონულ განყოფილებაში გამოკითხვის დროს, 2-3 დღის წინ,"- ამბობს გელხაური.

დააკავეს ე.წ. კანონიერი ქურდები, რომლებიც "ოკრიბაზე" მძღოლებს ყოველთვიურად თანხას სძალავდნენ - შსს

ვინ არის "კანონიერი ქურდი", რომლის შვილის, "კაწროს" სახელი შაქარაშვილის საქმეს დაუკავშირეს

შაქარაშვილის საქმეზე დაკითხულის თქმით, 18 ივნისის ღამით არაგვის ხიდზე დაყრილ ნიახურს აგროვებდა