ავტორი:

"არანაირი ბილეთები არ გაუყიდია... განადგურებულია გოგოც და მთელი ოჯახიც" - რას ყვება ადვოკატი იუბილარზე, რომლის წვეულებაზეც დაწყებულ კონფლიქტს შაქარაშვილი ემსხვერპლა

"არანაირი ბილეთები არ გაუყიდია... განადგურებულია გოგოც და მთელი ოჯახიც" - რას ყვება ადვოკატი იუბილარზე, რომლის წვეულებაზეც დაწყებულ კონფლიქტს შაქარაშვილი ემსხვერპლა

გოგონა, რომლის დაბადების დღეზე დაწყებულ დაპირისპირებასაც გიორგი შაქარაშვილი შეეწირა, საკუთარ პოზიციას პირველად AMBEBI.GE-სთან აფიქსირებს. 18 წლის გოგონას ადვოკატის, ლიკა ბიცაძის თქმით, მომხდარი ტრაგედიის გამო მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქოლოგიური მდომარეობა მძიმეა.

"უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. განადგურებულია ეს გოგოც და მთელი ოჯახიც. საშინელი ტრაგედია ტრიალებს მათ ოჯახში. რაც იწერება სოციალურ ქსელში, მისულია მათ ყურამდე და ძალიან განიცდიან. ორმაგი დარტყმის ქვეშ არის გოგონა. ერთი, რომ ახლო მეგობარი გარდაეცვალა, მეორეც - თითქოს ირიბად მას ადანაშაულებენ მომხდარში", - აცხადებს AMBEBI.GE-სთან უფლებადამცველი.

ადვოკატი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს იუბილარმა წვეულების მოსაწვევი ბილეთები გაყიდა, კატეგორიულად უარყოფს.

"ტყუილია ეს ინფორმაცია. მას არ გაუყიდია არანაირი ბილეთები. რაც შეეხება სტუმრების ოდენობას, ვერ გეტყვით, რატომ იყო ამდენი ადამიანი იქ. ამაზე არც თვითონ აკეთებს განმარტებას. ორჯერ დაიკითხა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და ჩვენების შინაარსზე ვერაფერს გეტყვით", - ამბობს ადვოკატი.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული 17 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მცხეთის სასამართლოში პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს ბრალდება წარუდგინა ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

მესტიაში, სოფელ იდლიანთან, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

გამოცდების განრიგი და წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ - ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

მესტიაში, სოფელ იდლიანთან მთის ფერდობზე ხანძარია