ავტორი:

"დაგამძიმებს ასე ცხოვრება, დამიჯერე..." - გიორგი შაქარაშვილის ბიძის მიმართვა ნიკა გვარამიას და "მთავარი არხის" დირექტორის პასუხი

"დაგამძიმებს ასე ცხოვრება, დამიჯერე..." - გიორგი შაქარაშვილის ბიძის მიმართვა ნიკა გვარამიას და "მთავარი არხის" დირექტორის პასუხი

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე "მთავარი არხის" ეთერში ნიკა გვარამიას მონოლოგს ეხმაურება. როგორც ნიკოლაძე წერს, გვარამიამ შაქარაშვილის ოჯახის ტრაგედია პოლიტიკური მოწოდებებისთვის გამოიყენა.

"მიუხედავად ჩემი მძიმე ემოციური მდგომარეობისა, რასაც თან დაერთო გაუსაძლისი რეჟიმიც ჩემი გიორგის საქმიდან გამომდინარე, ვცდილობ, მშვიდად დავაკვირდე საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, ჟურნალისტებს, სამართალდამცავებს, მათ ქცევებს და დამოკიდებულებებს. რატომ ვაკეთებ ამას არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ასე ხდება.

საბოლოო ჯამში, დღეს საღამოს, ჩემი სამსახურიდან მორიგი ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ, სწორედ "მთავარი არხის" ჟურნალისტს ვუთხარი, რომ არ მჯეროდა თუ იარსებებდა საქართველოში თუნდაც ყველაზე ცივსისხლიანი ადამიანი, რომლისთვისაც გიორგის ტრაგედია, როგორც მინიმუმ, "სულერთი" იქნებოდა. ამთავითვე ვიტყვი, შემიძლია, საჯაროდ დავიფიცო, რომ სიბრალულის გრძნობის გარდა არანაირი განცდა არ მაქვს, ვერაფრით ვერ ვიგებ, რატომ შეიძლება ადამიანი იყოს ასეთი უბედური, არა ისეთი, როგორიც დღეს ჩვენ - გიორგის ოჯახი ვართ ტრაგედიის გამო, არამედ არსით და ბუნებით.

ერთ დროს ჩემო მეგობარო და შემდგომ ჩემს მიერვე გულნატკენო ადამიანო, ორი რამ მინდა გითხრა, როგორც შვილების მამას და როგორც იურისტს:

1. მიზანი, რომ მირიან ნიკოლაძის მიმართ საკუთარი ძმის (რა მნიშვნელობა აქვს, ბიძაშვილის) ოჯახში გაჩნდებოდა უნდობლობა, არ გამოვიდა. შემიძლია, გარდაცვლილი ბავშვის მშობლების მოსაზრება გითხრა სრული ციტატით: "რატომ გვკლავს მეორედ ეს ბოროტი ადამიანი თავისი პოლიტიკური შოზოფრენიის გამო?!"

2. მსგავსი ზედაპირული კეკლუცობის, საქმეში ჩაუხედაობის და უშინაარსო ბლუყუნის შემდეგ (ნუ მიწყენს იქ მჯდომი ჩემი კოლეგა), ჩვენ, თავის დროზე, მთელ საგამოძიებო ჯგუფს ვუშვებდით სახლში, რათა სხვა სისხლის სამართლის საქმე აღარ დაეღუპა თავისი არაკვალიფიციურობით. მესმის, რომ სისხლის სამართლის საქმის სპეციფიკაში ჩაუხედავი საზოგადება თქვენი ინფანტილური წიაღსვლების მძევალია, მაგრამ რა ვუყო.

მე და ბავშვის ოჯახმა გავიგეთ, რომ ჩემზე მეტად გიყვარდა გიორგი, გავიგეთ, რომ ჩემზე მეტად ერთგული ხარ ჩვენივე საკუთარი ოჯახის, გავიგეთ, რომ სისხლის სამართლის ვირტუოზი ბრძანდები, მაგრამ ერთი რამ ვერც ერთმა ვერ გავიგეთ - სლუკუნით და ცრემლების ღვარღვარით დაწყებული გადაცემა რატომ უნდა მთავრდებოდეს პოლიტიკური მოწოდებებით.

ისევ გულისტკივილით და შენზე ფიქრით (მენანები გულწრფელად) დამძიმებულმა მინდა ვუთხრა საზოგადოებას რას აკეთებდა "მთავარი არხი" ეს დღეები, მაშინ როდესაც, როგორც თქვენ ბრძანეთ - მე ბავშვის სულს ვყიდდი და "კონვერტების მიტან-მოტანით თუ საპარლამენტო სიაში მოხვედრით" ვიყავი დაკავებული (თუ როგორც იყო, აღარ მახსოვს).

რას აკეთებდა და ჯერ ბავშვის დაღუპვის ამბავი არც კი ვიცოდით (ანუ მეორე დღესვე), ჯერ მდინარის კალაპოტში დაკაწრულები და გამწარებულები დავეხეტებოდით, როდესაც ამ არხის ჟურნალისტების პირველი კითხვა იყო: "ბატონო მირიან, ამბობენ, რომ პოლიცია და მაშველები არაფერს აკეთებენ გიორგის გადასაჩენად. ამბობენ, რომ თქვენ ხართ უკმაყოფილო სახელმწიფო ორგანოების მოქმედებით" (ნუ მიწყენენ, მე მესმის მათიც კი). დიახ, პატივცემულო, ასე იყო. გამორთული კამერებით თავდასხმები მხოლოდ ერთი ფრაზის გამო - რამენაირად ვინმე გაგველანძღა, არც ბავშვი გაინტერესებდათ და არც ოჯახი (ეს ყველა იქ მყოფი ჭირისუფლის მოსაზრებაა, რომელზედაც ყოველდღიურად ძალადობდნენ).

შემდეგში იყო თქვენს არხზე ჩემი პირდაპირი ეთერი, საიდანაც ასევე ვერაფერი გამოვიდა, სადაც ძალიან ადამიანური და კეთილშობილი წამყვანი ვეღარ უძლებდა ვიღაცეების აგრესიულ ბრძანებებეს და ორჯერ მოუწია ყურსასმენის ნერვიულად მოცილება ყურიდან. გასაგებია ჩემთვის ის ისტერიკა, რაც ბავშვის სიკვიდილის ვერ "გასკანდალება-გაპოლიტიკურებამ" გამოიწვია, მაგრამ მე უბედურებამ ვერ დამაკარგინა საკუთარი სახე და შენ დაკვეთის ვერ შესრულება ნუ წაგშლის, როგორც ცარიელ ადგილს.

რომის პაპზე მეტი კათოლიკობა წარმართების საქმეა, შენ თვითონაც ხომ იცი. მოკლედ, ასეა თუ ისეა, ჩემი პატარა და უცოდველი გიორგი ძალადობამ მოკლა, ზუსტად იმავე ძალადობამ (რა განსხვავებაა ფიზიკურსა და ფსიქოლოგიურს შორის?!), რომლის მსხვერპლიც ახლა მისი ოჯახია. დაგამძიმებს ასე ცხოვრება, დამიჯერე...." - წერს მირიან ნიკოლაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

ოჯახის ადვოკატის მიმართვას "ფეისბუქის" პირად გვერდზევე გამოეხმაურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია:

"ბოდიში, მაგრამ ამ კაცს გონია, რომ მას ვგულისხმობდი სიაში მოხვედრის ან კონვერტის მიტან-მოტანაში, ან ჩემი მეგობარი მას ვუწოდე? კაცს, რომელთანაც წლებია კონტაქტი არ მაქვს და საერთოდ არ ველაპარაკები? ან ეს რა ტექსტი დაუწერია, შეკითხვების დასმა რომ აგვიკრძალა და შეუსაბამობაზე მსჯელობა?

აქამდე მასზე ხომ არაფერი დამიწერია ან მითქვამს? ახლა მოვყვეთ: ეს კაცი ჩემი ჯგუფელია. იყო ძლივს სამოსანი უნივერსიტეტში, მერე ანზორ ბალუაშვილის მრჩეველი და იმდროინდელი პროკურატურის სპიკერი. უკვე ჩემი პროკურატურაში მუშაობის დროს მემათხოვრებოდა დანიშვნას, ცხადია, უშედეგოდ. მერე გახდა ყველაზე გულისამრევი ქოცი. სრულიად წარუმატებელი ადვოკატია და ყველაფერზე ემათხოვრებოდა ქოცებს, ნებისმიერ დანიშვნაზე - ხან პროკურატურაში, ხან მაჟორიტარად კენჭისყრაზე საგარეჯოში. ჩემზე წერდა სიბინძურეებს, "ტაკოში ირტყამს" და მსგავს ქოც-ტროლუტ-სუსურ ტექსტებს სოც ქსელში.

მიუხედავად ამისა, ისეთი ტუპოია, ქოცებმაც კი არ შეიტენეს. ბოლო პროცესი როდის ქონდა და ბოლო კლიენტი როდის ყავდა, თვითონაც არ ახსოვს, წლებია ღვინოს წურავს საგარეჯოში.

მოკლედ ყველაფერზე წამსვლელი, ერთი შეუმდგარი კაცია და ნულოვანი კომპეტენციის ადვოკატი. სუსთან შეკრული იყო მუდამ და ასეთივე "დამოუკიდებელი ექსპერტები" აუყვანა ამ საქმეშიც ოჯახს. მიუხედავად ამისა, აზრად არ მომსვლია, მასზე ან რამე მეთქვა, ან ის მეგულისხმა, რაც თვითონ ჩათვალა, რომ მას ეხება (რაც უკვე საეჭვოა). ბიძაშვილისშვილის ცხედრით ვაჭრობას მისნაირ ამორალურ ხამსაც კი ვერ დავაბრალებ.

რაც შეეხება ოჯახის რეაქციას: ნიკოლაძე ტყუის და ზოგადად სულ სპეკულირებს, თითქოს გამოხატავს ოჯახის პიზიციას. ამას გარდა, ასევ ატყუებს ოჯახს, როცა არწმუნებს, რომ საქმე გახსნილია. მანვე დაარწმუნა ოჯახი, ცხედარი არ ენახათ, შესაბამისად არ ცოდნოდათ რა ტრამვები აქვს მიყენებული. ისვე გვარწმუნებს, რომ ცხედარს დაზიანებები არა აქვს, რაც ასევე ტყუილია. ისვე ამტკიცებს, რომ ფეხის დაცდენის და დახრჩობის ვერსია სარწმუნოა - რაც სრული ბოდვაა. ისვე არწმუნებდა ოჯახს, რომ დღეში ათი მესიჯი მისდის შსს მინისტრისგან და გენპროკურორისგან, და ყველაფერი სწორად მიდის საქმეში.

ამ ოჯახს სხვა ნათესავებიც ყავთ და მათგანაც ვიგებთ ამბებს, ბატონო ნიკოლაძე. თუ მართლა დავალებას არ ასრულებთ და მართლა ტრაგედიით მოვაჭრე არ ხართ (რასაც თქვენზეც კი ვერ დავიჯერებ), ბოდიში მოიხადეთ თქვენი სამარცხვინო სტატუსისთვის, რომელიც ეყრდნობა თქვენსავე აბსურდულ დასკვნას, თითქოს თქვენ გიგულისხმეთ რამეში (ისე, ფრიად უცნაური კია, რატომ დაინახეთ საკუთარი თავი) და საერთოდ: ამ მგლოვიარე კაცს, ამ სისულეების წერისთვის რომ გცალიათ, უკვე გულისამრევია, და საეჭვოც, იმავდროულად.

კაცს საკუთარი გარდაცვლილი ნათესავის საქმეზე შეუსაბამობების აღმოჩენა და შეკითხვების დასმა რომ ანერვიულებს და აღიზიანებს, ის ან დებილია, ან გიჟია, ან ცხედრით მოვაჭრე. თვითონ აირჩიეთ ახლა, რომელი ხართ და კვლავ გირჩევთ, ბოდიში მოიხადეთ.

და ბოლოს - პატივს ვცემ თქვენს ემოციას, მაგრამ სრულიად ფეხებზე მკიდია თქვენი პოზიცია. ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ოჯახის თანადგომაც არ გვითხოვია, მათ თავისი ყოფნით. ამას გარდა, დამნაშავეებზე ხელის დაფარებაა ჩვენი ძირითადი ინტერესი და ეს სახელმწიფოს დანაშაულზე გადის და აქ ვერავის, ვერც დაზარალებულების აზრი ვერ იქნება გადამწყვეტი. ბავშვი მოკლეს, ხელისუფლება მკვლელებს ხელს აფარებს - სიმართლე ესაა და არა ის, რა სისულელეებსაც თქვენ ყვებით ეთერიდან ეთერში. იმის მაგივრად, მადლობა გვითხრათ, რომ საქმის შეუსაბამობებს ვიკვლევთ, გულისამრევ პასკვილებს გვიძღვნით. გრცხვენოდეთ!" - წერს გვარამია "ფეისბუქის" პირად გვერზე.

"ვისაც გგონიათ, რომ ჩემ გამო მოხდა ყველაფერი, მაგ სიმართლით იარეთ!" - რას წერს გოგონა, რომელიც შაქარაშვილის მეგობრის ჩვენების მიხედვით, ფეხბურთელს მოსწონდა

გიორგი კეკელიძის "ფეისბუქის" გვერდი გატეხეს - "წაშლილია არქივის დიდი ნაწილი"

ხინკლის მოხვევის მასტერკლასი ეკონომიკის მინისტრისგან - როგორ ჩაიარა ნათია თურნავას სტუმრობამ თუშეთში