ავტორი:

პარიზის პირველი ქალი მერი - ესპანელი ან იდალგო, რომელიც პარიზული მოდისა და პოლიტიკის სიმბოლოა

პარიზის პირველი ქალი მერი - ესპანელი ან იდალგო, რომელიც პარიზული მოდისა და პოლიტიკის სიმბოლოა

პარიზელებმა "სოციალისტური პარტიის" წევრი, 61 წლის ან იდალგო მერად მეორედ აირჩიეს. იდალგო მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველი ქალაქის სათავეში 2014 წლიდანაა.

ან იდალგო 1959 წლის 19 ივნისს დაიბადა და საინტერესო ფაქტია, რომ ის არა ფრანგი, არამედ ესპანელია. აღსანიშნავია, რომ იდალგო პარიზის პირველი ქალი მერია, თუმცა თავად ამ ფაქტზე ყურადღების გამახვილება დიდად არ უყვარს.

იდალგო გარემოს დამცველიცაა და ცდილობს სხვებს მაგალითი მისცეს. ამიტომაც ხშირად ველოსიპედით გადაადგილდება

ან იდალგო ესპანეთში, ანდალუსიაში, სან ფერნანდოში დაიბადა. ბაბუა ესპანელი სოციალისტი იყო, რომელმაც ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდეგ თავის ცოლთან და ოთხ შვილთან ერთად საფრანგეთს ლტოლვილის სტატუსით შეაფარა თავი. მისი ბებია და ბაბუა გარკვეული დროის შემდეგ ესპანეთს დაუბრუნდნენ. ბებია მგზავრობის დროს გარდაიცვალა, ხოლო ბაბუას ჯერ სიკვდილი მიუსაჯეს, ხოლო შემდეგ სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს.

იდალგოს მამა ანტუანი ელექტრიკოსი იყო, რომელიც 1950 წელს მკერავ მარიაზე დაქორწინდა. წყვილს ორი ქალიშვილი ანა და მერი შეეძინათ. მაშინ ესპანეთში მძიმე ეკონომიკური კრიზისი იყო, რის გამოც ოჯახი ემიგრაციაში კვლავ საფრანგეთში წავიდა. ისინი 1961 წელს ლიონში დასახლდნენ.

ან იდალგო მშობლებთან ესპანურად, ხოლო დასთან ფრანგულად საუბრობდა. მისი მშობლები ახლა ესპანეთში ცხოვრობენ, ხოლო უფროსი და მერი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და ერთ-ერთი კომპანიის მენეჯერია. ან იდალგო 14 წლის იყო, როდესაც საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო. აღსანიშნავია, რომ იდალგოს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, რადგანაც ესპანეთის მოქალაქეცაა.

იდალგოს ფრანგ პოლიტიკოს ჟან მარკ ჟერმანთან 2002 წელს შვილი შეეძინა. წყვილმა 2004 წელს იქორწინა. აღსანიშნავია, რომ პარიზელების მერი მანამდეც იყო ქორწინებაში და პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. იდალგო პროფესიით იურისტია.

პარიზის მერი დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა და მის სტილს ყველაზე ელეგანტურს უწოდებენ. სწორედ ამიტომ ფრანგული Vogue ხშირად ინტერესდება მისი პერსონით. იდალგო ამბობს, რომ მოდის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული და ინტერესი აქვს და ყოველივეს დედას უკავშირებს, რომელიც მისი თქმით, ულამაზეს კაბებს კერავდა.

"მე მიყვარს მოდა, ის ყოველთვის არის ეპოქის ანარეკლი. განსაკუთრებულ სიამოვნებას მოდისგან მაშინ ვიღებ, როდესაც მასში ქალის თავისუფლებაა გამოხატული. ჩემთვის შთაგონების წყარო ყოველთვის იქნება ივ სენ ლორანი. დიზაინერები შემოქმედი ადამიანები არიან, ისინი თავიანთ წარმოსახვასა და სურვილებს საქმეში დებენ“, - ამბობს პარიზის მერი.

მისი სტილი ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს. თავად ამბობს, რომ კლასიკური მისივე საქმიანობას უკავშირდება. "მე არჩეული მერი ვარ და არა მოდელი, მე მომწონს მოწესრიგებული სტილი, არა მიყვარს რაღაცების ერთმანეთში არევა", - ამბობს პარიზელების მერი.

რატომ ვერ ახერხებს აშშ COVID-19-ის კონტროლს - ვარაუდობენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა დღიურად 100 000 ადამიანს გადააჭარბებს

ახალი ინფორმაცია COVID-19-ის ვაქცინების შესახებ - ვაქცინაციაჩატარებულ მოხალისეებს, ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოუმუშავდათ

"უარესი ჯერ კიდევ წინ არის... პანდემიის ტემპი იზრდება" - ჯანმოს ხელმძღვანელი