ავტორი:

ირანმა დონალდ ტრამპის დაპატიმრების ორდერი გასცა და დახმარებისთვის ინტერპოლს მიმართა

ირანმა დონალდ ტრამპის დაპატიმრების ორდერი გასცა და დახმარებისთვის ინტერპოლს მიმართა

ირანმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და კიდევ ათეულობით პირის დაპატიმრების ორდერი გასცა და მათ დაპატიმრებაში დახმარებისთვის ინტერპოლს მიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ალ ჯაზირა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თეირანის პროკურორმა ალი ალყასიმერმა განაცხადა, რომ ტრამპს და მასთან ერთად 30-ზე მეტ პირს, რომლებსაც ირანი 3 იანვარს გენერალ ყასემ სულეიმანზე განხორციელებულ თავდასხმაში ადანაშაულებს, "მკვლელობისა და ტერორიზმის ბრალდებებით გასამართლება ემუქრებათ“.

3 იანვარს ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სამხედროების მიერ განხორციელებულ ოპერაციას ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ქუდსის“ ლიდერი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა.

მძიმე კადრები ბოტსვანიდან - მეცნიერები სპილოების მასობრივი სიკვდილის მიზეზს ვერ ადგენენ

"მოსკოვში მდებარე კადიროვის მდიდრულ ბინაში ნემცოვის მკვლელობის ორგანიზატორი ცხოვრობდა" - რას წერს რუსული მედია

რატომ ვერ ახერხებს აშშ COVID-19-ის კონტროლს - ვარაუდობენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა დღიურად 100 000 ადამიანს გადააჭარბებს