ავტორი:

რას ყვება ჩვენებაში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე არჩილ გაგნიძე, გარდაცვლილისა და ხიდის ეპიზოდის შესახებ

რას ყვება ჩვენებაში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე არჩილ გაგნიძე, გარდაცვლილისა და ხიდის ეპიზოდის შესახებ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მორაგბის, არჩილ გაგნიძის განცხადებით, ამავე საქმეში ფიგურანტმა რამდენიმე პირმა მცხეთაში გაყოლა არა საჩხუბრად, არამედ ავტომანქანის წამოსაყვანად სთხოვეს, ვინაიდან თავად ნასვამი იყვნენ.

ამის შესახებ გაგნიძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომელიც „ინტერპრესნიუსმა“ მოიპოვა. არჩილ გაგნიძე, რომელიც ერთ-ერთია, ვინც შაქარაშვილი ბოლოს ცოცხალი ნახა, ჩვენებაში დეტალურად იხსენებს შემთხვევის დღეს, მათ შორის საუბრობს ხიდის ეპიზოდთან დაკავშირებით. სპორტსმენის ჩვენების მიხედვით, ხიდთან მათ 4 ახალგაზრდა (გიორგი შაქარაშვილი, გური ამირხანაშვილი, გიორგი ქათამაძე და ვახო ახვლედიანი) შეხვდა, რომელიც „ტოიოტა ქამრის“ გამოჩენისთანავე გაიქცა. როგორც ის ყვება, გაქცეულებს ფეხით, სწრაფი სიარულით გაჰყვა, თუმცა ვერც ერთი მათგანის კვალს ვერ მიაგნო.

გამომძიებლის კითხვაზე, როცა „ტოიოტა ქამრით“ თბილისისკენ მიემართებოდნენ და აღნიშნული ავტომანქანის გაჩერებისთანავე, გზად მიმავალი 4 პირი უკან, დასავლეთის მიმართულებით გაიქცა, რატომ გადავიდა ის მანქანიდან და რატომ ეძახდა, რომ გაჩერებულიყვნენ, არჩილ გაგნიძის პასუხით, მან ჩათვალა, რომ „ისინი იყვნენ მათ მანქანაში მსხდომი ახალგაზრდების ის ახლობლები, რომლებიც თბილისში უნდა წაეყვანათ და სწორედ, ამიტომ გაჰყვა უკან და ეძახდა, რომ გაჩერებულიყვნენ“.

"2020 წლის 19 ივნისს, საღამო პერიოდში, დაახლოებით, 22:00 საათისთვის, ზუსტი დრო არ მახსოვს, ვიმყოფებოდი ქალაქ თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ჩემს საცხოვრებელ სახლთან ეზოში, იქ იმყოფებოდა ჩემი მეგობარი და უბნელი ვასო მახარაძე. ასევე, შორი-ახლოს იმყოფებოდნენ ჩვენი უბნელი სხვა პიროვნებებიც, რომელთა სახელები და გვარები აღარ მახსოვს.

ვსვამდი ლუდს, ამ დროს, ჩემთან მოვიდნენ ჩვენი ზედა უბნის ახალგაზრდები. დაახლოებით, 10 ახალგაზრდა, რომელთაგან ორი ჩემი უბნელია. მათი სახელები და გვარები ჩემთვის უცნობია

აღნიშნული პიროვნებები არიან, დაახლოებით, 18-19 წლისანი, აღნიშნულმა ახალგაზრდებმა იქ მყოფ პიროვნებებს ემოციურად დაგვიწყეს მოყოლა, რომ ისინი იმავე დღეს საქეიფოდ იმყოფებოდნენ მცხეთაში, ერთ-ერთ სახლში, რომელიც განთავსებულია საავტომობილო ტრასის პირას, „ლიდერფუდის“ შენობის უკან. იქ შეკრებილები იყვნენ კლასელები და ქეიფობდნენ. კლასელების გარდა იქ სხვა პიროვნებები იმყოფებოდნენ თუ არა, მე იქ მათგან არ გამიგია.

მათი განმარტებით, სუფრასთან ქეიფის დროს, მათ ჩემთვის უცნობ პიროვნებებთან მოუხდათ ჩხუბი და ისინი წამოვიდნენ ქალაქ თბილისში. წამოსვლისას ერთ-ერთ მათ თანაკლასელს ქეიფის ადგილას დარჩა საკუთარი ავტომანქანა, რომელიც ვერ წამოიყვანა, რადგან ნასვამ მდგომარებაში იყო.

ასევე, მათივე განმარტებით, მათ ადგილზე დარჩა მათი მეგობრები, რომლებიც წამოსაყვანები იყვნენ. ამიტომ, ახალგაზრდებმა ჩვენ გვთხოვეს, რომ ჩვენგან რომელიმე, ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პიროვნება მათ მცხეთაში გაყოლოდა, დამჯარდიყო მათი იქ მყოფი ავტომანქანის საჭესთან და დარჩენილ მეგობრებთან ერთად წამოეყვანა ის თბილისში. მე და ვასო მახარაძე დავეთანხმეთ მათ თხოვნას.

ვასო მახარაძე დაჯდა მათთან ერთად მყოფი ერთ-ერთი ახალგაზრდის „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანის საჭესთან, მე დავჯექი მის გვერდით სავარძელზე, ხოლო იქ მყოფი ახალგაზრდები, 4 კაცი მათ შორის, იმავე ავტომანქანის მფლობელი, რომლის გვარია ჩიქოვანი, სახელი არ ვიცი, ხოლო მეორეა ჩემი უბნელი ნიკა რევაზიშვილი, დასხდნენ იმავე ავტომანქანის უკანა სავარძელზე და ჩვენ წავედით მცხეთაში.

ჩვენ მივედით მცხეთასთან, ცენტრალური საავტომობილო ტრასის პირას არსებული „ლიდერფუდის“ შენობასთან, ტრასიდან ჩავუხვიეთ ხელმარჯვნივ და მალევე მივედით რკინის ჭიშკართან.

გარეთ ჭიშკართან იდგნენ ახალგაზრდა გოგონა და ბიჭი. ჩვენ გავაჩერეთ ავტომანქანა, უკანა სავარძელზე მყოფმა ახალგაზრდებმა მათ ჰკითხეს, სად იყო ავტომანქანა, რომელიც ჩვენ უნდა წაგვეყვანა თბილისში, რაზეც იქ მყოფებმა უპასუხეს, რომ „მანქანა წაიყვანესო“, მაგრამ ვინ წაიყვანა, არ დაუსახელებიათ. ამის შემდეგ, ჩვენ იმავე ავტომანქანით გამოვბრუნდით უკან, შევუხვიეთ ტრასაზე და წამოვედით ქალაქ თბილისის მიმართულებით. გზაზე, ტრასის პირას, ჩვენ შემოგხვდა ფეხით თბილისის მიმართულებით მიმავალი ბიჭები, 4 პიროვნება. უკან მსხდომებმა ვასო მახარაძეს სთხოვეს, რომ შეეჩერებინა მანქანა, რათა გაეგოთ, ხომ არ იყვნენ ისინი მათი ახლობლები.

ამის გამო, ვასო მახარაძემ იმ ბიჭებთან გააჩერა მანქანა და ჩვენ გადავედით მანქანიდან. მანქანიდან ჩვენი გადასვლისთანავე, გზაზე ფეხით მიმავალი პიროვნებები გაიქცნენ დასავლეთის მიმართულებით, გადაირბინეს იქ არსებულ მდინარეზე გადამავალი ხიდი, ანუ საავტომობილო ტრასა ფეხით გადაკვეთეს და ხიდის პირას მოეფარნენ ჩემი თვალთახედვის არეს.

აქვე დავამატებ, რომ მანქანიდან ჩემი გადასვლისა და იქ მყოფი 4 პიროვნების დასავლეთის მიმართულებით გაქცევისთანავე, მე ფეხით სწრაფი სიარულით გავყევი მათ და ვეძახდი, რომ არ გაქცეულიყვნენ და შეჩერებულიყვნენ

ჩემთან ერთად გაქცეულ 4 პიროვნებას უკან მიყვებოდა აგრეთვე ჩვენს მანქანაში უკანა სავარძელზე მჯდომი ოთხივე ახალგაზრდა, რომელთაგან ორი მათგანი ასევე ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდა წინ, ხოლო დანარჩენი ორი ჩემ უკან. ჩემთან ერთად გაქცეულ პიროვნებებს გაყოლილი ახალგაზრდები ასევე ეძახდნენ მათ რაიმეს, მე ვერ გავიგონე, რადგან ტრასაზე მოძრაობდნენ ავტომობილები, ამის გამო იყო ხმაური. წაიკითხეთ სრულად

"გიორგი შაქარაშვილს ბოლომდე სდიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ მორაგბე არჩილ გაგნიძე და ვახო ჩიქოვანი" - "ტვ პირველი"

"ჩემი წყარო არის შსს-ს გენერალური ინსპექცია..." - რის თქმას აპირებს ნიკა გვარამია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკითხვისას

"იარაღის მუქარით მოითხოვდა შვილების სახლიდან წასვლას" - თელავის საკრებულოს წევრს პატიმრობა შეეფარდა